ბიოგრაფიული სერიის, „ადამიანები რომელთაც შეცვალეს მსოფლიო“, მერვე წიგნი.
კრებულში შესულია: ალექსამდრე დიუმა - „ნაპოლეონი“; „დიდსულოვნება“ - ამონარიდი არტურ ლევის წიგნიდან „ნაპოლეონის სულიერი თვისებები“; „ტულონის ალყა“ - ამონარიდი ნაპოლეონ ბონაპარტის მემუარებიდან.
ნაპოლეონის ალექსანდრე დიუმასეული ბიოგრაფია და ერთი თავი გულმხურვალე ბონაპარტისტის – არტურ ლევის წიგნიდან, რომელიც ნაპოლეონის სულიერ თვისებებს ასახავს, შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავწვდეთ ნაპოლეონის კიდევ ერთ საიდუმლოს – ეს მისი პიროვნული ხიბლის საიდუმლოა.