კალათა

დეტალურად

ამ კრებულით გრიგოლ რობაქიძე წარდგება ქართველი მკითხველის წინაშე იმ მართალი, გულწრფელი სიტყვით, როგორიც მხოლოდ ეპისტოლურ ჟანრს ახასიათებს. წიგნში შესულია 16 ადრესატთან გაგზავნილი 303 წერილი – 1910 წლიდან 1962 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. 19 ნოემბერს მწერალი უკვე გარდაცვლილია. ამ წერილებში ჩანს გრიგოლ რობაქიძის არა მხოლოდ ცხოვრებისეული გზა, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულის ბიოგრაფიაც. მათი მეშვეობით ვეზიარებით მოვლენების მწერლისეულ ჭვრეტას. მისი წერილები დაგვიანებით მოვიდა ქართველ მკითხველამდე, მაგრამ, როგორც თვითონ იტყოდა, „მარადისობისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გრიგოლ რობაქიძის პირადი მიმოწერა
  • გრიგოლ რობაქიძის წერილები
    • წერილი მეუფე გიორგის (დავით ალადაშვილი)
    • წერილები ქეთევან ამირეჯიბს
    • წერილები გიორგი გამყრელიძეს
    • წერილები ვიაჩესლავ ივანოვს
    • წერილი ელენ კაზანძაკისს
    • წერილები ნიკოს კაზანძაკისს
    • წერილი ლიდა რობაქიძესთან
    • წერილები კალისტრატე სალიასთან
    • წერილები ნინო სალიასთან
    • წერილები ნინო და კალისტრატე სალიებს
    • წერილი ნიკო ურუშაძეს
    • წერილი დიმიტრი ჩოლოყაშვილს
    • წერილი აკაკი წერეთელს
    • წერილები დავით წერეთელს
    • წერილები მიხეილ წერეთელს
    • წერილები არჩილ ჯორჯაძეს
    • წერილი დოქტორ ჰუმელს
    • უცნობს. უთარიღო. ბოლონაკლული
  • წერილები გრიგოლ რობაქიძესთან
    • კალისტრატე სალიას წერილები
    • ნინო სალიას წერილები
  • სქოლიო