კალათა

დეტალურად

თემურ ჩხეტიანის 2010 წელს გამოსულ კრებულში პოეტის ახალი ლექსებია თავმოყრილი. აქ არის მინიმალისტური პოეზიაც და შედარებით გრძელი, თავებად დაყოფილი ლექსებიც. ის სიტყვები, რომლებიც თითქოს საიდანღაც მოდიან ჩვენთან და ლექსებად იქცევიან ხოლმე, უადრესატონი არიან. ეს ჩვენ ვითვისებთ და ვითავისებთ მათ. გააჩნია, ვინ რას და ვინ როგორ, მაგრამ ალბათ იმას და ალბათ ისე, რაც უფრო ჩვენად მიგვაჩნია და რის ჩვენობის დამტკიცებაც მართლა შეგვიძლია; უფლისგან ჩვენს წილს მისამართის გარეშე ვღებულობთ. ამ კრებულში შესული ლექსებიც ისე მოვიდნენ ჩემამდე, რომ გზავნილს ადრესატი არ ეწერა. ეს ლექსები (სიტყვები) ალბათ ყველაზე მეტად მე მსურდა, მე მჭირდებოდა და ასე იმიტომ მოხდა. ახლა მე ვგზავნი მათ – ლექსებს (სიტყვებს) ... ვგზავნი უადრესატოდ: დაე, ადრესატმა ეს გზავნილი თვითონ იპოვოს... ავტორი
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ავტორისაგან
  • ტალღა
  • ანტაგონიზმი
  • არა მხოლოდ ასაკის გამო
  • * * * ვიცი, ახლო ხარ
  • უწყინარი სიტყვების მიღმა
  • ინტერესები
  • ნაშუადღევი
  • დაგვიანებულები
  • ქალი სარკმელთან
  • მცდელობა
  • დალტონიკები
  • ნაჩუქარი წიგნი
  • * * * რა ახასიათებს გაზაფხულს?
  • ნაქირავები ბინები
  • * * * დღეს დილით უნდა წამოსულიყვნენ
  • * * * ზაფხულს რაღაც აქვს ჩემთვის სათქმელი
  • იმედგაცრუება
  • * * * რადგან არავის არ სცალია შენს მოსასმენად
  • ბალახის სიმაღლე
  • სახლი ქუჩის გადაღმა
  • ქვად რომ ვიქცევი
  • კარი
  • 5 ივლისი
  • ტაიმაუტი (მინიმალისტური პოეზია)
  • * * * ნოემბრის მერე ზამთრისათვის იღება კარი
  • მარცხნიდან მარჯვნივ
  • ორი ლექსი თეონა ბექიშვილს
    • 1. ვაშლის ყვავილი
    • 2. ყორანი
  • ახალი იონა
  • ლოდი, ცხვარი და სახლიდან წასული
  • დაბრუნება
  • ღია კარი და დახურული კარი
    • 1. ღია კარი
  • მერკურის ორბიტა
  • დროის ერთი კონცეფცია
  • უადრესატოდ
  • უკანასკნელი ნაპირი
  • სამი სიზმარი და ერთი ცხადი
  • სქოლიო