შემოქმედებითი ჯგუფი „ემ-პი-ჯი“ აგრძელებს უნიკალური ქართული ფასეულობების სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე გამოცემას.„ჩვენი ღირსებანის“ მეორე წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ფაუნა, ძირითადად, ენდემური (ადგილობრივი) და რელიქტური (შემორჩენილი გადმონაშთები) სახეობებით, რომელთა უმეტესობა საქართველოს წითელ ნუსხასა და ბერნის კონვენციის დანართებშია შეტანილი, კერძოდ: გრძელხორთუმა, ქართული რუხი ფუტკარი თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე თაფლით, სადედე რძით, დინდგელით, ჭეოთი, ცვილით, მტვერითა და შხამით; აბრეშუმის ჭიისა და თუთის ქართული ჯიშები, მათთან დაკავშირებული აბრეშუმის ისტორიული გზით, მუზეუმითა და ბიბლიოთეკით; ულამაზეს ფერთა გამით გამორჩეული პეპლები; შავი ზღვისა და მდინარეების სარეწაო და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული თევზები; ღვთის ნებითა და ქართველი ერისათვის დამახასიათებელი ნიჭიერებით გამოყვანილი შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ჯიშები; ტყე-ველის ბინადარი გარეული ცხოველები და ფრინველები.გამოცემაში ბევრია დიდი გემოვნებით შერჩეული განუმეორებელი ილუსტრაციები, რომელთაც სხვაგან ვერ ნახავთ.
- ყდა
- თავფურცელი
- გრძელხორთუმა ქართული ფუტკარი
- ფუტკარი - ბუნების საოცრება
- ფუტკრის ისტორია
- ფუტკრის ბიოლოგია
- მეთაფლე ფუტკრის ოჯახი
- მეფუტკრეობის პროდუქტები და მათი გამოყენება
- ქართული რუხი ფუტკარი
- აბრეშუმი საქართველოში
- ქართული აბრეშუმი წარსულიდან დღემდე
- მეაბრეშუმეობის განვითარების ისტორია
- აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა
- მეაბრეშუმეობა საქართველოში
- თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ფაზები
- თუთის აბრეშუმხვევიას ქართული ჯიშები
- თუთის ქართული ჯიშები
- აბრეშუმის მუზეუმი თბილისში
- საქართველოს პეპლები
- ნორდმანის აპოლონი
- კავკასიური ზერინთია
- კავკასიური ყვითელა
- ჰევიტსონის შავტუხა
- რომანოვის ცისფერა
- კომაროვის სფინქსი
- მოვარდისფრო ფარშავანგთვალა
- ლედერერის ბრამეა - კოლხური ბრამეა
- დიდმანიძის მერქანჭამია
- შამილის წმინდადმახვიარა
- მდინარეებისა და შავი ზღვის თევზები
- თევზი და თევზაობა
- ფორონჯი - ატლანტური ზუთხი
- ფორეჯი - ჯარღალა
- კოლხური ზუთხი
- შავი ზღვის ორაგული
- კალმახი
- მურწა
- კოლხური ხრამული
- ჭანარი
- შამაია
- ხონთქარა - ბარაბული
- შავი ზღვის ქაფშია - ქამსა
- შავი ზღვის სტავრიდა
- შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ჯიშები
- შინაური ცხოველები და მათი წინაპრები
- ცხენის წინაპარი
- თუშური ცხენი
- მეგრული ცხენი
- ჯავახური შესაბმელი ცხენი
- ძროხის წინაპარი
- მთის ძროხა
- მეგრული წითელი
- კავკასიური წაბლა
- კამეჩის წინაპარი
- ცხვრის წინაპარი
- თუშური ცხვარი
- იმერული ცხვარი
- ნახევრადნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
- ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
- თხის წინაპარი
- ღორის წინაპარი
- ძაღლის წინაპარი
- ქართული ნაგაზი
- ქართული მეკვერნე (მყეფარა)
- ვირის წინაპარი
- ქათმის წინაპარი
- ჩალისფერი ქათამი
- ქათამი მეგრულა
- შავი ქათამი
- ყელტიტველა
- ინდაურის წინაპარი
- ბატის წინაპარი
- საქართველოს ტყე-ველის ბინადარნი
- ადამიანი და ტყე-ველის ბინადარნი
- ირემი
- ქურციკი
- არჩვი
- ჯიხვი
- ნიამორი
- გარეული ღორი
- კავკასიური ჯიქი
- ფოცხვერი
- მურა დათვი
- ყვითელყელა კვერნა
- თეთრყელა კვერნა
- არწივი
- შავარდენი
- ხოხობი
- გნოლი
- შურთხი
- დურაჯი
- კავკასიური კაკაბი
- კავკასიური როჭო
- კავკასიური ჩხიკვი
- ოფოფი
- ყარყატი-იშხვარი