კალათა

დეტალურად

ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების პათოლოგიური ანატომიის ატლასი

ლევან მაკარაძე ზურაბ მაკარაძე

გამომცემლობა თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობა

დარგობრივი

პათოლოგიური ანატომიის ატლასში წარმოდგენილია ძირითადი პათომორფოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ორგანოებსა და ქსოვილებში ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული, მიკოზური, არაგადამდები და სხვა დაავადებების დროს ვითარდება და აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა. აღნიშნული ცვლილებები ასევე გვეხმარება დაავადების მორფოგენეზისა და პათოგენეზის გარკვევაში, რომლის გარეშეც შეუძლებელია ზუსტი დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, დაავადების საწინააღმდეგოდ მეცნიერულად დასაბუთებული სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.ატლასი დიდ დახმარებას გაუწევს ვეტერინარიის (ასევე მედიცინის) დარგში მომუშავე სპეციალისტებს, მეცხოველეობით დაინტერესებულ პირებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ვეტერინარ ექიმებს მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში. პათანატომიური ატლასი საუკეთესო სახელმძღვანელოა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სწავლების პირველი საფეხურის (დიპლომირებული ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამა), მაგისტრატურის, რეზიდენტურისა (სწავლების მეორე საფეხური) და დოქტორანტურის (სწავლების მესამე საფეხური) სტუდენტებისათვის. ნაშრომი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადიაგნოსტიკო უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამომუშავების თვალსაზრისით.ატლასი შეიცავს სახელობით საძიებელსა და სიტყვათა განმარტებით ლექსიკონს, რაც მკითხველს გაუადვილებს მისთვის სასურველი დაავადებისა და პათოლოგიური პროცესის მოძიებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიიღებს სიტყვათა ამომწურავ განმარტებას.
  • შესავალი
  • ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები
  • ბაქტერიული და ინფექციური დაავადებები
    • სეფისი
    • ჯილეხი
    • ემკარი
    • ავთვისებიანი შეშუპება
    • პასტერელოზი
    • წითელი ქარი
    • ნეკრობაქტერიოზი
    • სალმონელოზი
    • გოჭების კოლიენტეროტოქსემია
    • ტუბერკულოზი
    • პარატუბერკულოზი
    • ქოთაო
    • ბრუცელოზი
    • ცხვრის პნევმონია
  • მიკოპლაზმებით გამოწვეული დაავადებები
    • მსხვილფეხა რქოსანი საქონლის პერიპნევმონია
    • თხის ინფექციური პლევროპნევმონია
  • ვირუსული ინფექციური დაავადებები
    • ღორის ენზოოტიური ვირუსული პნევმონია
    • თურქული
    • ცოფი
    • აუესკის დაავადება
    • ყვავილი
    • ავთვისებიანი კატარული ცხელება
    • ცხენის ინფექციური ანემია
    • ცხენის ინფექციური ენცეფალომიელიტი
    • ცხენის კონტაგიოზური პლევროპნევმონია
    • ლეიკოზი
    • ღორის ატროფიული რინიტი
  • მიკოზები და მიკოტოქსიკოზები
    • ასპერგილოზი
    • აქტინომიკოზი
    • ეპიზოოტური ლიმფანგოიტი
  • პარაზიტული დაავადებები
    • პიროპლაზმიდოზები
    • კოკციდიოზი
    • ექინოკოკოზი
    • ცისტიცერკოზი (ფინოზი)
    • ცენუროზი
    • დელაფონდიოზი
    • დიქტიოკაულოზი
    • ტრიქინელოზი
  • არაგადამდები დაავადებები
    • ალიმენტური დისტროფია
    • ღვიძლის ჰეპატოდისტროფია
    • თეთრკუნთოვანი დავადება
    • ცხენის მიოგლობინურია
    • მშობიარობის შემდგომი პარეზი
    • ფტორით მოწამვლა
    • დარიშხნით მოწამვლა
  • ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
  • სქოლიო