კალათა

დეტალურად

ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში

ნიკოლოზ ბერდიაევი

გამომცემლობა ლოგოს პრესი

მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე

ფილოსოფია, რელიგია

თარგმანი რუსულიდან

ნ. ბერდიაევის ამ შედევრის გამოქვეყნებიდან შვიდი ათეული წელი გავიდა, ისტორიული კატაკლიზმებითა და დრამატული მოვლენებით სავსე შვიდი ათეული წელი. წიგნში დასმული ბევრი პრობლემა, ავტორის იმედისა და მოლოდინის საპირისპიროდ, კვლავაც გადაუჭრელი რჩება და არც იმის სიმპტომები ჩანს, რომ ახლო მომავალში შესაძლებლად გვესახებოდეს თუნდაც ერთ-ერთის გადაჭრა. დღევანდელი სინამდვილე არანაკლებ აპოკალიპტურია, ვიდრე ამ წიგნის დაწერისას იყო. მომავლის პერსპექტივა მსოფლიო ისტორიის მთელ მანძილზე იშვიათად თუ ყოფილა უფრო პირქუში. „ისტორია კოშმარული სიზმარია, საიდანაც გინდა მალე გამოფხიზლდეო“, – ამბობდა ჯოისი. კოშმარი დღემდე გრძელდება, გამოფხიზლებას კი ვერ იქნა და ვერ ვეღირსეთ. ამ კოშმარის ყველაზე ტრაგიკულ მომენტად ბერდიაევს სავსებით სამართლიანად ესახება მაღალი კულტურის ხვედრი სულისშემხუთველ სინამდვილეში, სადაც ერთპიროვნულად მბრძანებლობს ბესტიალური პრაგმატიზმი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • გამომცემლის წინათქმა
  • მთარგმნელისაგან
  • თავი I. ისტორია მსჯავრის წინაშე. ომი
  • თავი II. ადამიანის ბედი ისტორიაში. ჰუმანიზმი და ბესტიალიზმი. დეჰუმანიზაცია. თავისუფლების წინააღმდეგობანი. კაპიტალიზმი. დემოკრატია. კომუნიზმი. ფაშიზმი. მსოფლჭვრეტის დიქტატურა
  • თავი III. მსოფლიო ცხოვრების ახალი ძალები. მასების შემოსვლა. კოლექტივები. ეკონომიზმი. ტექნიკა. უმუშევრობა. ნაციონალიზმი და რასიზმი. ეტატიზმი და ცეზარიზმი. აღმოსავლეთის ხალხები
  • თავი IV. კულტურის არისტოკრატიული საწყისი და ინტელექტუალური ფენის ბედი. ქრისტიანობა მსჯავრის წინაშე და ახალი სულიერების ძიება
  • სქოლიო