გამოჩენილი მოგზაურის ჟან შარდენის „მოგზაურობა“ წარმოადგენს უაღრესად საინტერესო თხზულებას ევროპულ მოგზაურთა ლიტერატურიდან და ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს საქართველოს მე-17 საუკუნის ისტორიის შესასწავლად.
შარდენის აღწერილობა უწინარეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს თავისი სისრულით და მკითხველს საშუალება აქვს ფართო წარმოდგენა იქონიოს მოგზაურის მიერ ნანახისა და გაგონილის შესახებ. ჟან შარდენის „მოგზაურობის“ არე ვრცელია: თავის აღწერის საგნად მოგზაურს გაუხდია როგორც ლევან დადიანის სამეგრელო, ისე იმერეთი და შაჰნავაზის დროინდელი ქართლი. მისი აღწერილობა იძლევა მე-17 საუკუნის საქართველოს დედაქალაქის ყველაზე უფრო სრულ სურათს. „მოგზაურობა“ ძვირფას ცნობებს შეიცავს შაჰნავაზისა, მისი სასახლისა და კათოლიკე მისიონერთა ორდენების შესახებ.
- ყდა
- თავფურცელი
- შარდენი და მისი „მოგზაურობა საქართველოში“
- მოგზაურობა საქართველოში
- ტექსტისათვის
- სქოლიო