იანვარში ცვლილებების შეტანა გსურს, მაგრამ დარწმუნებული არ ხარ იმაში, თუ რომელი მიმართულება აირჩიო? ზაფხულის თვეებში ვერაფერს უხერხებ უეცარ გაღიზიანებას, თუმცა ამ დროს მთელი წელი მოუთმენლად ელოდი? დეკემბერში სადღესასწაულო დღეებით ტკბობის სურვილი ზეწოლის ფორმას იძენს? შეიძლება ცხოვრება ზოგჯერ რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გქონდეს იარაღი, რომლითაც ყველაფერს გაუმკლავდები. თუ დროდადრო უუნარობას, მოწყენილობას ან გაღიზიანებას გრძნობ, მაშინ ეს 12-თვიანი სახელმძღვანელო უთუოდ გამოგადგება და დაგეხმარება იმაში, რომ უკეთესად იცხოვრო. „ერთი წელიწადი შენი ცხოვრების შესაცვლელად 12 სეზონადაა დაყოფილი. იანვარი მომავლის დაგეგმვის – გადაწყვეტილებების მიღების დროა. მარტი – საგაზაფხულოდ, გონებრივი და ფიზიკური „წმენდისთვისაა“. სექტემბერი – სამუშაო პროცესში დაბრუნებაა, შესაძლოა, დასვენების შემდეგ საქმიანობის სხვა თვალით დანახვაც. წიგნის პრინციპი ისაა, რომ კლინიკური ფსიქოლოგია მხოლოდ უსიამოვნო სიტუაციების დასანახად როდი არსებობს. თუ თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ – არც ისე ცუდად, რომ თერაპიაზე სოლიდური თანხა დახარჯო, ლუსი მედოქსის რჩევები და ხერხები შენთვისაა.
- შესავალი
- 1. იანვარი
- რომელი გზაა შემდეგი?
- გადაწყვეტილებები, ცვლილებების დანერგვა და მათი შენარჩუნება
- 2. თებერვალი
- წინსვლა
- მოქმედების დაწყება სტაგნაციის პერიოდში
- 3. მარტი
- საგაზაფხულო წმენდა
- სივრცეების მოწყობა ისე, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ
- 4. აპრილი
- ნოყიერი ნიადაგი აყვავებისთვის
- როგორ შევწყვიტოთ თვითკრიტიკა
- 5. მაისი
- ლაპარაკის (და მოსმენის) ხელოვნება
- დიალოგების გაუმჯობესება თერაპიის მეთოდების გამოყენებით
- 6. ივნისი
- საზაფხულო სოციალიზაცია
- კავშირის შეგრძნება
- 7. ივლისი
- დილის 3 საათის დარდები
- გამკლავება გაურკვევლობასა და ეგზისტენციალურ კრიზისთან
- 8. აგვისტო
- 9. სექტემბერი
- იმ კვირა ღამის ემოცია
- მაქსიმუმის მიღება სამუშაოსგან
- 10. ოქტომბერი
- ფოთოლცვენა
- დანაკარგთან გამკლავება
- 11. ნოემბერი
- გამოთიშვის სიხარული
- დასვენების ღირებულება
- 12. დეკემბერი
- შობა დადგა
- ოჯახთან მოლაპარაკება და მოლოდინების მართვა
- ეპილოგი
- სამადლობელი
- შენიშვნები