უილიამ საროიანი (1908-1981) კალიფორნიაში, ქალაქ ფრესნოში, დაბადებული, სომხური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, რომანების, პიესების, საბავშვო ნაწარმოებების ავტორი. სამი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და თავის და-ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში მოხვდა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა, სანამ დედასთან დაბრუნდებოდა. იგი მცირე ასაკიდან მუშაობდა. თხუთმეტი წლის ასაკში სკოლა მიატოვა და განათლება თავისით მიიღო კითხვის საშუალებით. მისი პირველივე პიესა 1939 წელს ნიუ-იორკის თეატრალურმა გილდიამ დადგა. 1940 წელს უილიამ საროიანმა უარი თქვა პულიცერის პრემიაზე, რომელიც მეორე პიესისთვის მიანიჭეს, რადგან თვლიდა, რომ იგი არაფრით იყო მის მიერ დაწერილ სხვა ნაწარმოებებზე უკეთესი, თუმცა დათანხმდა ნიუ-იორკის თეატრალურ კრიტიკოსთა წრის პრემიას. პიესა შემდეგ ფილმად გადაიღეს. 1943 წელს მიიღო „აკადემიური პრემია საუკეთესო ისტორიისთვის“, რომელიც მიენიჭა მისი რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს „ადამიანური კომედია“. უილიამ საროიანი საკმაოდ კოლორიტული პიროვნება იყო. წერდა ზრდასრულთათვისაც და ბავშვებისთვისაც. „ადამიანური კომედია“ ამ ბუმბერაზი მწერლის მსოფლიო ბესტსელერია. იგი ერთგვარი სუფთა ჰაერია, რადგან ის სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიკეთის გზავნილებს ატარებს, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. ამავე დროს, მწერალი შესანიშნავად აჩვენებს, რომ ცხოვრება წარმოადგენს ბრძოლას – ახალგაზრდებისთვისაც, ზრდასრულებისთვისაც, მოხუცებისთვისაც... ყველა ჩვენგანისთვის. პატარა ამერიკული ოჯახის ტკივილი და სიხარული არ არის მხოლოდ მათი, წიგნში მოცემული მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსის ნაწილია და სწორედ ამას აგრძნობინებს ავტორი ყველა ეროვნების მკითხველს. ყველა თემა, რასაც კი წიგნი ეხება, უნივერსალურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიტერატურას შეუძლია დააახლოოს ადამიანები, თუნდაც ფიზიკურად შორს მყოფი. ეს კი მაღალი ხარისხის ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
- ეს წიგნი დაწერილია თაქუჰი საროიანისთვის
- თავი 1. ულისე
- თავი 2. ჰომეროსი
- თავი 3. ტელეგრაფი
- თავი 4. მთელ მსოფლიოს შეშურდება ჩემი
- თავი 5. თქვენ თქვენი გზა გაქვთ, მე კი ჩემსას უნდა გავყვე
- თავი 6. სიმღერა ბატონი გროგანისთვის
- თავი 7. თუ შეტყობინება მოვა
- თავი 8. მობრძანდი ჩვენს მაგიდასთან, უფალო
- თავი 9. კურდღლები სადღაც აქ არიან
- თავი 10. ძველი ისტორია
- თავი 11. სიტყვა ადამიანის ცხვირის შესახებ
- თავი 12. რბენა ორასმეტრიან დისტანციაზე დაბალი დაბრკოლებებით
- თავი 13. ხაფანგიც არის და ხაფანგიც!
- თავი 14. დაიანა
- თავი 15. გოგონა კუთხესთან
- თავი 16. მე შინ მიგიყვან
- თავი 17. სამი ჯარისკაცი
- თავი 18. ბატონი გროგანი ომის შესახებ
- თავი 19. დედას, სიყვარულით
- თავი 20. თქვენ არ გაგიმართლათ, მე კი არა
- თავი 21. უკეთეს სამყაროში უკეთესი ხალხია
- თავი 22. დაე, იყოს დღეს ნათელი
- თავი 23. სიკვდილო, ითაკაში ნუ მიხვალ!
- თავი 24. გარგარის ხე
- თავი 25. იყავი ბედნიერი!
- თავი 26. ტკივილს ვერ გაექცევი
- თავი 27. მშვენიერი შეცდომები
- თავი 28. საჯარო ბიბლიოთეკაში
- თავი 29. სალექციო კლუბში
- თავი 30. სასტუმრო „ბეთელ რუმს“
- თავი 31. ბატონი მექანო
- თავი 32. როცა ეყრდნობი მარადიულ მკლავებს
- თავი 33. მარკუსის წერილი მის ძმას, ჰომეროსს
- თავი 34. კოცნას გიგზავნი
- თავი 35. ლომის სიცილი
- თავი 36. ხეები და ვენახები
- თავი 37. ითაკა, ჩემი ითაკა
- თავი 38. სიყვარული უკვდავია, სიძულვილი კი ყოველ წუთს კვდება
- თავი 39. დასასრული და დასაწყისი
- სქოლიო