კალათა

დეტალურად

თავისუფლება განთიადისას

ალექსანდრ ვუაზარი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი მერაბ მიქელაძე

პოეზია

თარგმანი ფრანგულიდან

ალექსანდრ ვუაზარი თანამედროვე შვეიცარიელი პოეტია, ჟურას რეგიონიდან, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. მღელვარე ბავშვობის შემდეგ ბოჰემური ახალგაზრდობა გამოიარა და მშობლიური მხარის ტკივილიანმა სიყვარულმა ხელში კალამი ააღებინა. ოჯახის შექმნის შემდეგ გახდა წიგნის მაღაზიის „ლე ჟურას“ მფლობელი და მთელი ცხოვრება ლიტერატურის გარემოცვაში გაატარა. იგი ახალგაზრდობაშივე გაერთიანდა თანამემამულეებთან ერთად და თავდადებული იბრძოდა ჟურას კეთილდღეობისთვის, დამოუკიდებლობისთვის. 1978 წლის გამოსვლების დროს, როცა ბოლოს და ბოლოს ჟურას კანტონი შეიქმნა, ახალგაზრდობა ალექსანდრ ვუაზარის ლექსს „თავისუფლება განთიადისას“ სკანდირებდა. იგი გახდა ახალშექმნილი კანტონის პირველი დელეგატი კულტურულ საკითხებში და მას შემდეგ ამ სფეროში მოღვაწეობითაც გაითქვა სახელი, განსაკუთრებით წარმატებული იყო მისი საქმიანობა შვეიცარიის განვითარების ფონდში „პროელვეციაში“, სადაც თერთმეტი წლის განმავლობაში იყო ფონდის საბჭოს წევრი. ალექსანდრ ვუაზარს ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული და სხვა ნაწერები აქვს გამოქვეყნებული. მისი შემოქმედება 2011 წელს ცხრა ტომად გამოსცა ბერნარ კამპიშის გამომცემლობამ. ალექსანდრ ვუაზარს მიღებული აქვს თხუთმეტზე მეტი ლიტერატურული პრემია, მათ შორის ჟურას საზოგადოების პრემია, შილერის პრემია, ბერნის კანტონის პრემია, ციურიხის კანტონის პრემია, მაქს-ჟაკობის პრემია, ალენ ბოსკეს პრემია და სხვ.
  • თავისუფლება განთიადისას
    • ტკივილიანი ქვეყნის სიმღერა
    • შებინდების სევდიანი სიმღერა
    • ოდა ქვეყანას, რომელსაც სიკვდილი არ სურს
    • შლამის სინამდვილე
      • ANNO MCMXXX
      • კაცი კალაბრიდან
      • ნაღალატარი წყარო
      • ყველა სეზონი ჩვენ გვეკუთვნის
      • კადასტრის მიჯნებთან
      • სიკვდილის საფეხურები
      • ყვითელი ბუჩქისძირა
      • მიწათმოქმედი და მისი შვილები
    • წინათქმა „თავისუფლება განთიადისას“ პირველი გამოცემისთვის
  • დამცრობილი მთა
    • ვაბერბენის მოგონება
    • ჭორები კლდეების ქვეშ
    • ლევის ხეობის ძირში
    • მთვარე პიშისონის უკან
    • აქ განისვენებს ვარუ
    • მაღლა მთისაკენ
    • ცეცხლწაკიდებული ლა-ლუვიერი
    • მონენის მდელოს რეფრენი
  • ბალახის ქურდები
    • ღამის პატარა გასეირნება
    • ისლის სახლის მოგონება
    • საშვი