კალათა

დეტალურად

რომანში „ნილოსის ღვთისმშობელი“ მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში აფრიკაში, რუანდაში, ქალთა სამონასტრო სკოლა-პანსიონში. აქ მოზარდი გოგონები განათლების მიღებასა და ცხოვრებაში თავიანთი ადგილების დამკვიდრებას ცდილობენ. ისინი სწავლობენ და ემზადებიან, რომ გახდნენ კარგი ცოლები. ამასობაში კი ქვეყანაში ვითარება იძაბება. ჰუტუსა და ტუტსის ხალხებს შორის მწიფდება ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს... მუკასონგას ნარატივი სავსეა სიმბოლოებით. რომანი აღწერს ეთნიკურ დაძაბულობებს, უთანასწორობასა და კოლონიალიზმს. სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდაში დაიბადა და ცხოვრობდა. გენოციდის დროს ამოწყვიტეს ტუტსის ტომის მრავალი ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ავტორის ოჯახის 27 წევრი. იგი გადაურჩა ეთნიკურ დევნას, 1992 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში და წერს ფრანგულად. რომანი „ნილოსის ღვთისმშობელი“ 2012 წელს გამოვიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
  • ნილოსის ღვთისმშობელი
  • ახალი სასწავლო წლის დასაწყისი
  • შრომები და დღეები
  • წვიმა
  • იზისი
  • სირცხვილის სისხლი
  • გორილები
  • ღვთისმშობლის კალთის ქვეშ
  • დედოფლის უმუზიმუ
  • მეფე ბოდუენის ქალიშვილი
  • ღვთისმშობლის ცხვირი
  • სკოლა დამთავრდა