კალათა

დეტალურად

ლუი ფერდინან სელინი (ნამდვილი გვარი დეტუში, 1894-1961) XX საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალია. ფრანგული ლიტერატურის პოლიფონიაში თავისი რომანით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია მისთვის დამახასიათებელი ხმით, რომელსაც „სელინის მუსიკას“ უწოდებენ. ის შექმნილია სალაპარაკო ფრანგულისა და დეკლასირებულთა ენის – არგოს – გამოყენებით, რაც სელინამდე არავის უცდია. რომანში მთხრობელია მთავარი პერსონაჟი, ბარდამუ, რომელიც მოგზაურობს ცხოვრებისეული სასოწარკვეთილების უკუნეთში; ის საკუთარ ტყავზე იწვნევს პირველი მსოფლიო ომის საშინელებას, აფრიკაში საფრანგეთის კოლონიის სიდუხჭირეს, ნიუ-იორკსა და დეტროიტში ამერიკული ოცნების მსხვრევას, ადამიანთა სრულიად უბადრუკ ყოფას პარიზის გარეუბნებში, სადაც ამერიკიდან დაბრუნებული, ექიმად იწყებს მუშაობას. რომანი დიდია, თუმცა თხრობა – დინამიკური და შავი იუმორით გაჯერებული. „სელინის მუსიკა“ არ არის რომანტიკული, მაგრამ სულის შემძვრელი და განმგმირავია. შეუძლებელია არ შეგეცოდოთ სელინის აღწერილი გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჯურის გამომძალველების, მატყუარებისა და თაღლითების დიდ გალერეას ქმნიან. რომანში დადებითი პერსონაჟიც გვხვდება: ამერიკელი ქალი, მოლი; ასევე, ნაწილობრივ, ალსიდი – ფრანგი მოხელე აფრიკის მიყრუებულ სოფელში. ამ უკიდეგანო სიბნელეში მოგზაურობის ჟამს, სადაც ზოგჯერ ასეთი შუქიც გაკრთება ხოლმე, ბარდამუ აცნობიერებს, რომ ღამის დასალიერშია. და რა არის ღამის იქით?
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • სქოლიო