კალათა

დეტალურად

ისმაილ კადარე ალბანელი მწერალია. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია. იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ტოტალიტარულ ხელისუფლებას. მისი ადრეული ნაწარმოებები აკრძალული იყო ალბანეთში. „სიზმრების სასახლე“ ისმაილ კადარეს იდუმალებით მოცული რომანია. მარკ-ალემი სახელმწიფო დიდმოხელეთა ოჯახს წარმოადგენს. ის მუშაობას იწყებს ყველაზე ძლევამოსილ და შემაძრწუნებელ დაწესებულებაში. ადმინისტრაციას სიზმრების შეგროვება და ინტერპრეტაცია ევალება. ამ სიზმრებიდან უნდა შეირჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმარი. ეს „თავსიზმარი“ იმპერიისა და მისი ტირანის ბედისწერის განსაზღვისთვის სჭირდებათ. მარკ-ალემი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის კარიერის კიბეზე. მიუყვება დაწინაურების სიმძაფრითა და ვნებათაღელვით სავსე გზას. ბოლოს კი უმაღლეს თანამდებობასაც აღწევს. თუმცა მძაფრდება შიში. იქნებ ჯოჯოხეთურმა ბიუროკრატიამ მასაც მოუღოს ბოლო? არავინ იცის, რით დასრულდება მისი იდუმალებით მოცული თავგადასავალი...
  • I. დილა
  • II. სელექცია
  • III. ინტერპრეტაცია
  • IV. უქმე დღე
  • V. არქივი
  • VI. ვახშამი
  • VII. გაზაფხულის მოახლოება