„დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ? იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში? წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო? „რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ – დიანა ანფიმიადი
- მოთხრობები
- გულო ბებოს ტოლმა
- ოხორუშ ორინჯი
- ბებოს ჭვიშტარი და ბახუსთან პირველი მუსაიფი
- გასტრონომიული კვარტეტი
- კერძი „ნემენცური“, ღვინო „შალა“ და გერმანული კვალი ასურეთში
- თბილისი, როგორც აჯაფსანდალი
- სადახლოს ხაშლამა
- საცივის პოლიფონია
- ქარდების გოჭი
- ღომის „ფილოსოფია“
- ჩაქაფულის ჩაკრულო
- სიზმრები
- ქაჩილაში „ქიფური“
- ჯარგვალი
- აგრაფინას კულინარია
- გურიშ მარდი
- გურმე
- პირველი კუბდარი
- ლოპიანასთან და ტიბუ?
- ლტოლვილის გასტრონომიული სიზმარი
- „ჟინოსქუაშ ოჭკომალი“
- ტარანი ღომში
- სამეცნიერო პოპულარული სტატიები
- ჩქიმ ოდაბადე
- გასტრონომიული თბილისი
- რელიგია და გასტრონომია
- ახალი წლის მთავარი რეცეპტი – იდუმალება და სინამდვილე
- თბილისის ბაზრების ეგზოტიკური სახე
- ზღაპარი ხაჭაპურისა
- ცოტა რამ ზოგიერთ ცნობილ მცენარეზე
- კახეთო, ჩემო კახეთო
- მაჯუნი
- ნაბახუსევის გასტრონომია
- რა დაგვიტოვა კნეინა ბარბარე ჯორჯაძემ
- რა თქვა აჯიკამ
- ტჷბუ დო ფითქი მარგალურ შერგე
- ჰამო
- დასასრულის ნაცვლად
- შესწავლილი და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი
- სქოლიო