კალათა

დეტალურად

„საღამოობით თუ ცნობისმოყვარეობით აღვსილი რომელიმე ბიჭუნა ჩემი ოთახის კარს არის აკრული, საკეტის ჭუჭრუტანაში იჭყიტება და ხედავს, ვინ მეცხადება სტუმრად ნავახშმევს, თამამად შეუძლია, იფიქროს, რომ მწერლად არის დაბადებული...“ – ზაალ სამადაშვილის ახალი კრებულის ერთი მოთხრობა სწორედ ასე სრულდება და თავადაც ცნობისმოყვარეობას გვიჩენს, ვინ ეცხადება მთხრობელს ისეთი, მისი დანახვა მწერლად დაბადებას რომ ნიშნავს? პასუხისთვის კი მთელ კრებულს შემოგვაკითხებს, რადგან ის იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში გადმოცემული ამბებითა თუ ზღაპრებით ანდა შთაბეჭდილებებით წიგნების, კინოსა თუ ნახატების შესახებ მოულოდნელი, თუმცა კარგად ნაცნობი სტუმრების მთელ გვერდებს გვახვედრებს და მათი ახლიდან გაცნობის „მარადიულ დღესასწაულს“ გვაზიარებს. შეყვარებული ბიჭუნა იქნება ეს, სატრფო წყალდიდობისას ნავით რომ მიაცილა სადარბაზომდე, თუ ანდრეი ტარკოვსკი, რომლის ფილმმაც ორი ქუჩის ბიჭი დააძმობილა – კრებულის ყველა სახე ნამდვილია და იქნებ შეხვედრიხარ კიდეც, მაგრამ წიგნის გვერდებზე ისე ცოცხლდებიან, თითქოს იმთავითვე კარგი ნაამბობის პერსონაჟები ყოფილიყვნენ. და მართალია, კრებულის ყველა წამკითხველი ვერ იფიქრებს, მწერლად დავიბადეო, მაგრამ უთუოდ მიხვდებიან და ცხოვლადაც განიცდიან, რა არის ის, „რასაც ყველა ვერ ხედავს“.
  • ამბები
    • რასაც ყველა ვერ ხედავს
    • სიყვარულის ახსნა
    • შენ ის მოყევი
    • ორი ფანჯარა
    • რასპე
    • მწერლის ნებით
    • კარნახი
    • ორი წიგნი
    • თბილისელი ჰრაბალი
    • „პასტა“
    • ამბის დასაწყისი
    • „სერ“
    • ბიბლიოთეკარი
    • პატერსონი
  • შთაბეჭდილებები
    • დროშები მტვერში
    • მის სტაინი მოგვითხრობს
    • მამელუკი
    • დიუმას კლუბი
    • უკანასკნელი აბენსერაჟი
    • მოცეკვავე კაცუნები
    • ჯადოქარი ისლანდიიდან
    • მდევარი
    • დოჩანას ორი მოთხრობა
    • რკინიგზის ბავშვები
    • გაბრიაძის წიგნი
    • იმმანუილი
    • მერიმე
    • სისხლი და ქვიშა
    • უკრაინა
    • კარგები
    • თამაში რევოლვერით
    • მეგზურები
    • რომანები მოთხრობებით
    • ქებათაქება წიგნების ყიდვას
    • Papa-ს დღესასწაული
  • ზღაპრები
    • წკაპი და წკუპი
    • ღრუბლებზე დაპატიჟება
    • ციდან ჩამოცვენილი სტუმრები
  • ნორმან როქუელის ოთხი ნახატი
    • მამა-შვილი პიკაპთან
    • შაფლტონის სადალაქო
    • სტუმრად მეწაღესთან
    • პაპის ნაქონი საყვირი
  • კინო
    • ანტუან დუანელის დღიური რომ ეწერა – ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“