კალათა

დეტალურად

ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია: ახალი ყველაფრის თეორია

გრემ ჰარმანი

გამომცემლობა ინტელექტი

მთარგმნელი გაბრიელ თოლორაია

ფილოსოფია, რელიგია

თარგმანი ინგლისურიდან

როგორია თეორია, რომელიც ონტოლოგიურად არც ერთ არსებას არ აწინაურებს, ადამიანებს, საგნებსა და მოვლენებს ერთ სიბრტყეზე იკვლევს და პოზიტივისტური რედუქციული აღწერების ნაცვლად ამ დრომდე წარმოუდგენელ, ნივთთაშორის ფენომენოლოგიას გვთავაზობს? მარტინ ჰაიდეგერისა და ბრუნო ლატურის ნაშრომებით შთაგონებული ახალი ფილოსოფიური სკოლა, ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნაბიჯია თანამედროვე გამოწვევების გასაგებად და მათთან გასამკლავებლად. ამერიკელი ფილოსოფოსი, გრემ ჰარმანი კონტინენტური ფილოსოფიის წიაღში გაჩენილი მოძრაობის, სპეკულატიური რეალიზმის, ცენტრალური ფიგურაა. ამჟამად ის ლოს ანჯელესში, არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტში ასწავლის. სპეკულატიური რეალიზმი ჩვენი საუკუნის გამორჩეულ და მეტად განსხვავებულ მოაზროვნეებს კორელაციონიზმის გადალახვის ან უკუგდების ნიშნით აერთიანებს; სწორედ აქ ვლინდება ჰარმანის ნაშრომებში აღმოცენებული ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგიის უდიდესი წვლილი.
  • მთარგმნელის წინასიტყვაობა
  • შესავალი
  • პირველი თავი. ახალი ყველაფრის თეორია
    • რატომ ვერ მოგვცემს მეცნიერება ყველაფრის თეორიას
    • ფიზიკალიზმის, სმოლიზმის, ანტიფიქციონალიზმის და ლიტერალიზმის წინააღმდეგ
    • ძირის გამოთხრა ფილოსოფიის ისტორიაში
    • ამოთხრა ფილოსოფიის ისტორიაში
    • ობიექტები და მოვლენები
    • ბრტყელი ონტოლოგია
  • მეორე თავი. ესთეტიკა ყოველი ფილოსოფიის საფუძველია
    • მეტაფორა
    • რას გვასწავლის ორტეგას ესე
    • მეტაფორის თეატრალურობა
    • მეტაფორის ხუთი მახასიათებელი
    • ფორმალიზმი ესთეტიკაში
    • ფორმალიზმი კანტთან და მის მიღმა
  • მესამე თავი. საზოგადოება და პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ამერიკის სამოქალაქო ომი
    • პოლიტიკა
    • მოდერნული პოლიტიკური თეორიის ორი მთავარი მახასიათებელი
  • მეოთხე თავი. არაპირდაპირი კავშირები
    • დაძაბულობა ობიექტებში
    • ნაპრალი საგნებში
    • მიზეზობრიობა
    • ცოდნა
    • მენონი
    • სხვა მოსაზრებები გამართლებულ ნამდვილ რწმენაზე
    • გამართლებული არანამდვილი რწმენა
    • ცოდნა სიმართლის გარეშე
  • მეხუთე თავი. ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია და მისი მეტოქეები
    • ჟაკ დერიდა
    • მიშელ ფუკო
  • მეექვსე თავი. განსხვავებული მიდგომები ობიექტზე ორიენტირებულ ონტოლოგიასთან
    • იან ბოგასტი
    • ლევი რ. ბრაიანტი
    • ტიმოთი მორტონი
    • თანამოაზრე: ჯეინ ბენეტი
    • თანამოაზრე: ტრისტან გარსია
    • ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია და არქიტექტურა
  • მეშვიდე თავი. ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგიის ზოგადი მიმოხილვა
  • დამატებითი საკითხავი