კალათა

დეტალურად

ალბერ კამიუ XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, ნობელის პრემიის ლაურეატია – რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, ნოველების ავტორი. იგი დაიბადა ალჟირში 1913 წელს და გარდაიცვალა საფრანგეთში 1960 წელს საავტომობილო ავარიის შედეგად. ალბერ კამიუ მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში როგორც ჟურნალისტი. მიჩნეულია ომის შემდგომი პერიოდის დიდ მორალისტად. იგი თავისი ეპოქის უკომპრომისო მოწმეა, აკრიტიკებს საბჭოთა ტოტალიტარიზმს, ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობისადმი უსამართლობას, იცავს ესპანელ ანტიფაშისტ დევნილებს, სტალინიზმის მსხვერპლთ და სხვ. მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს სამ ციკლს, ესენია: აბსურდი (რომანი „უცხო“, ესეი „სიზიფის მითი“, ორი პიესა „კალიგულა“ და „გაუგებრობა“), ამბოხი (რომანი „შავი ჭირი“, ესეი „ამბოხებული ადამიანი“, ორი პიესა „მართალნი“ და „ალყა“) და სიყვარული (რომანი „პირველი ადამიანი“…) – დაუსრულებელი ციკლი. 1999 წელს, გაზეთ „ლე მონდის“ მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვით, ალბერ კამიუს რომანი „უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანად დასახელდა. კამიუს ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში. „ვარდნა“ კამიუს უკანასკნელი დასრულებული მხატვრული ნაწარმოებია. მთხრობელის ნარატივი გარეგნულად აღსარებას ჰგავს, მაგრამ ნანობს კი იგი რამეს?... სარტრის სიტყვებით, „ვარდნა“ კამიუს ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ძნელად გასაგები რომანია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *