კალათა

დეტალურად

„რა ვიკითხოთ ერთად“ ქართველი და უცხოელი საბავშვო ავტორებისა თუ მათი წიგნების შესახებ დაწერილ წერილებს აერთიანებს. მაკა ლდოკონენი არაორდინარული გაკვეთილების ჩატარების სქემებსაც გვთავაზობს; ანიმაციურსა თუ მხატვრულ ფილმებს თემატურად აკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებთან; არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებებზე, ილუსტრაციის მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკის გაზომვის ორიგინალურ მეთოდზეც გვესაუბრება. „რა ვიკითხოთ ერთად“ სხვადასხვა თაობის ადამიანის წიგნის გარშემო გაერთიანების ერთგვარი მცდელობაა. ხანდახან მაინც, ყველა ერთად თუ გამოვრთავთ მონიტორებს და საყვარელ მწერლებზე სასაუბროდ შევიკრიბებით, შესაძლოა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი; ძალდაუტანებლად მივახვედროთ მოზარდები, რამდენ უპირატესობას კარგავენ, როდესაც საკუთარი ნებით ამბობენ უარს კითხვაზე. მაკა ლდოკონენის ეს წიგნი იმ მასწავლებლებს გამოადგება, კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას ინდივიდუალურად რომ ურჩევენ და თავშესაქცევი გაკვეთილებით ანებივრებენ თავიანთ მოსწავლეებს; იმ მშობლებს დააინტერესებს, საუკეთესო მკითხველებად რომ სურთ შვილების გადაქცევა და უამრავი კითხვა დაუგროვდათ; იმ ბავშვებს დაეხმარება, წიგნის გარეშე ერთ დღესაც რომ ვერ ძლებენ ან პირიქით, სულაც არ აქვთ კითხვის დრო და სურვილი. კრებულში თავმოყრილი წერილები უმცროს თაობას გზამკვლევის მაგივრობასაც გაუწევს და მზამზარეულ ინფორმაციასაც მიაწვდის. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა სწორედ აქ მიაგნონ თავიანთ საყვარელ ავტორს, კითხვას გემო გაუგონ და წიგნების ქარავანსაც თავდავიწყებით აედევნონ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • წერილები ქართული საბავშვო წიგნების შესახებ
    • ქონდარეთიდან დღემდე
    • რას ხვდება ზღაპარში მოხვედრილი თორმეტი წლის ბიჭი
    • დაჩის (ზღაპრების) თანამედროვე იმიჯი
    • „თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი!“
    • გურამ პეტრიაშვილის ზღაპრული ქალაქი
    • „ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები“
    • თამრი ფხაკაძის ზღაპარი შელოცვებითა და სხვებით
    • „მოგზაურობა სიზმარეთში“ – სათავგადასავლო წიგნი ყველაზე პატარა მკითხველისთვის
    • მხიარულ რეცეპტებს საბავშვო მწერლები წერენ
    • მხიარული წიგნი მთელი ოჯახისთვის ლელა ცუცქირიძისგან
    • ამბები და წერილები თეა ლომაძისგან
    • თეა თოფურია
    • მასწავლებლის სადებიუტო რომანი „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიაში
    • „წერილები წეროს ბუდიდან“
    • 150 მხატვრული ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე
    • რჩეული მოთხრობები „უნებლიე მკითხავიდან“ „წინწკლების ქოხამდე“
  • წერილები უცხოური საბავშვო წიგნების შესახებ
    • ბარონი მიუნჰაუზენი
    • იცნობთ მეზღაპრე დიუმას?
    • 2 აპრილი ანდერსენის დაბადების და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა
    • საშობაო სიმღერა დიკენსის ნოტებზე
    • ოქრო, ბავშვების თვალებში რომ ბრწყინავს
    • ოზის სამეფო კარის ჟამთააღმწერელი
    • პოლიანა და ჰაიდი
    • კენეთ გრემის „ქარი ტირიფებში“
    • რადიარდ კიპლინგის სამყაროებში მოგზაურობა
    • ბაჭია პიტერი, ჯემაიმა (იგივე ბატი ტასიკო) და ...ჩვენ
    • წავიკითხოთ თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობები?
    • ყველაზე მაგარი ძიძა, ყველაზე წესიერი ძროხა და ყველაზე ჭკვიანი კატა ერთ წიგნში
    • ნამდვილი მერი პოპინსის დაბრუნება
    • „მივაბიჯებ ტყეებსა და ველებში, სწორედ ისე, როგორც მსურს!“
    • ასტრიდ ლინდგრენის კიდევ ერთი, ჩვენთვის უცნობი გმირი
    • გაკვეთილების შემდეგ საკითხავი
    • რობინზონიადა – საზაფხულო საკითხავი და თამაშები
    • მუმინტროლი ბოლო ზარზე
    • ბავშვის აღზრდა ქვემეხის ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილა
    • ნუ მოკლავ ჯაფარას!.. წაიკითხე წიგნი
    • კაცმა რომ თქვას, თქვენც სიამოვნებით გაიცნობდით პეტერ ბიქსელის წიგნებს
    • სახეში მუშტივით გარტყმული რომანი
    • აირჩიე სიკეთე, დადებითი განწყობა და... გატეხილი ცხვირი
  • წერილები გაკვეთილების, ღონისძიებების და წიგნიერების შესახებ
    • მეამბოხე გოგონები ფერადი წიგნიდან
    • ჩვენი ბიბლიოთეკის სიდიდე შვილების წაკითხული წიგნებით იზომება
    • დღევანდელი გაკვეთილის თემაა ზრუნვა!
    • მწვანე წიგნები (არა მხოლოდ პატარებისთვის)
    • სიყვარულის ახსნის სახელმძღვანელოები
    • საბავშვო წიგნები საშობაო დღესასწაულებით
    • თარიღები, ომები და ბავშვები ლიტერატურაში
    • რატომ უჩინარდებიან ბავშვები
    • არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებანი
    • „ესა მესა, გადის ესა“ – არდადეგებზე გათვლილი წიგნები
    • მთელი ზაფხული და ყველა კითხვა ერთ სკოლაში
    • მოსწავლის „გაფერადებული“ გაკვეთილი ანუ შავი ხვრელი ოსკარ უაილდის მოთხრობებში
  • ილუსტრაცია და ტექსტი
    • შეუძლია თუ არა მხატვრულ ლიტერატურას, უკეთეს ადამიანებად გვაქციოს?
    • იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო!
  • ავტორის შესახებ