კალათა

დეტალურად

ელენე ჯაფარიძე დებიუტანტი ქართველი მწერალია. მცირე რომანი „დამალობანა“ მისი პირველი ნაბიჯია მხატვრულ ლიტერატურაში. ახლახან გამოცემული ნაწარმოები, რომელიც აფხაზეთის ომს გამორიდებული ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა... „ბონ ვოიაჟ, პეტრო“ ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი... თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს... პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს… წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.
  • თინი
  • ზინა
  • თინი
  • პაოლა
  • ზინა
  • პაოლა
  • თინი