კალათა

დეტალურად

რა არის ლიტერატურა?

ჟან-პოლ სარტრი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი მარინა ბალავაძე

ესეისტიკა

თარგმანი ფრანგულიდან

ჟან პოლ სარტრი (1905-1980) – ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ეგზისტენციალური მიმდინარეობის წარმომადგენელია. მისმა შემოქმედებამ, მისმა ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე 1945-1970 წლებში. მან დააარსა ჟურნალი „ლე ტან მოდერნ“, მონაწილეობა მიიღო გაზეთ „ლიბერასიონის“ დაარსებაში. 1964 წელს ჟან პოლ სარტრს მიანიჭეს ნობელის პრემია, რაზეც მან უარი განაცხადა. მისი ფილოსოფიური ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ყოფიერება და არარა“ „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. სარტრი განსაკუთრებით კარგად გაიცნო მკითხველმა მისი მოთხრობებით, ნოველებით, რომანებითა და პიესებით, ასევე კრიტიკული წერილებით ლიტერატურასა და პოლიტიკაზე. მისი პიესები „ცხრაკლიტული“ და „ალტონელი განდეგლები“ ქართულ ენაზე გამოცემულია გამომცემლობა „აგორას“ მიერ. „რა არის ლიტერატურა?“ პასუხს სცემს იმ მრავალრიცხოვან კრიტიკას, რომელიც გაისმოდა ლიტერატურული ანგაჟირებულობის პრინციპთან დაკავშირებით. სარტრი არგუმენტირებულად ხსნის მწერლის ანგაჟირებულობის აუცილებლობას და მწერლებისგან ითხოვს საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა წერასთან მათი დამოკიდებულების გულწრფელობაზე.
  • წინასიტყვაობა
  • I. რას ნიშნავს წერა?
  • II. რატომ ვწერთ?
  • III. ვისთვის ვწერთ?
  • IV. მწერლის მდგომარეობა 1947 წელს
  • სქოლიო