კალათა

დეტალურად

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ

იონა მეუნარგია

გამომცემლობა ლითერასი

დოკუმენტური

ი. მეუნარგია თავისთავს „ქართულის მწერლობის მეწვრილმანეს“ უწოდებს და „სამახსოვრო უბის წიგნაკებს“ დაატარებს, რომ მის ფურცლებზე ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები მოხაზოს. მისი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი მომენტებია მწერლის ცხოვრებაში მისი მოსწრებული სიტყვები, ან, როგორც თვითონ მეუნარგია უწოდებს „ნაკვესები“. სიტყვა „ნაკვესი“, როგორც თვითონ მეუნარგია გვაცნობს (ამავე შრომაში), ილიას მიერ არის გამოგონილი. როდესაც ილია გაზეთ „ივერიის“ გამოცემას შესდგომია, ერთ-ერთ თანამშრომლად ი. მეუნარგიაც მიუწვევია, რომელიც, სხვათა შორის, თავისი შეკრებილი ისტორიულ და სამწერლო ნაკვესებს „ლელოს“ ფსევდონიმით ბეჭდავდა. თუ როგორ აფასებდა ამ „ნაკვესებს“ ილია, ამის შესახებ თვით ილიას პირადი ბარათი (მეუნარგიასადმი მიწერილი 1885 წ.) მოგვითხრობს, რომელიც ამ წიგნშივეა მოყვანილი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობის მაგიერ
  • ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ
  • დამატებანი
    • სამახსოვრო წიგნიდან
    • ილიას წერილი ი. მეუნარგიასადმი
    • ი. მეუნარგიას სიტყვა ილიას დასაფლავებაზე
    • იაკობ გოგებაშვილი - ილიას მეორედ მოკვლის განზრახვა.
    • იაკობ გოგებაშვილი - მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ.
    • არისტო ჭუმბაძის წერილი იონა მეუნარგიასადმი
    • სოლომონ ცაიშვილი - რამდენიმე შენიშვნა
  • სქოლიო