კალათა

დეტალურად

„ლელა სამნიაშვილის ახალ კრებულში 2017-2021 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. ამ ქრონოლოგიურ დეტალსაც კონცეპტუალური დატვირთვა აქვს: ლელა სამნიაშვილი ის პოეტია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია დრო-სივრცული დეტალები. სწორედ მათგან ქმნის მხატვრულ კოსმოსს – ქაოსამდე დამუხტულს იდეათა, განწყობათა თუ მოვლენათა ანარეკლებით. ლელა სამნიაშვილის პოეზია ფილოსოფიური ფიქრითაცაა დაძაბული, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება კი ამ ძაბვაში მკითხველის „უსაფრთხო“ ჩართვას აიოლებს, ეს ძნელი და მეტაშრეებიანი ლექსები სწორედ ამ ვერსიფიკაციული პანორამის ფონზე აღიქმება მაქსიმალური სიმსუბუქით, სიმარტივის იმ ზღვარის განცდით, რომლის მიღმაც იწყება სიტყვა „გენიალური“. თანამედროვე სამყაროს შეშლილ კარნავალში არეკლილი მარადისობა ლელა სამნიაშვილის პოეტური განცდის და აზრის მთავარი ღერძია. ამ კრებულში გარშემომყოფი სამყარო – პანდემიის კონტექსტით დაწყებული, მსოფლიო კონფლიქტებით დასრულებული – ხედვის ისეთ რაკურსშია არეკლილი, რომელიც პოეზიას, როგორც ენის/სულის უკანასკნელ თავშესაფარს, მკაფიოდ და უპირობოდ განგაცდევინებთ“.
  • მოტივი
  • ინფიცირება
  • ავირეკლოთ
  • ავტო-კინოთეატრი
  • ოლიმპიადა
  • კარიერები
  • ალკატრასი
  • დირიჟაბლი
  • ვეშაპი ხმელეთზე
  • ქალი კატით
  • ადამიანი
  • გზად
  • ყველა ცოცხალი უკვდავია
  • ნიღბები
  • ცხადის გადაკვეთა
  • გაციფრულება
  • რა შეიძლება დაემართოს სიყვარულს
  • გალაკტიონის ძეგლი ჭავჭავაძეზე
  • უკან არ მიიხედო
  • მთავარი ცვლილება
  • გაუშვი
  • გოგონა ველოსიპედზე
  • სახელები
  • გული – ბარათზე
  • ადამიანი სახლში წავიდა
  • შობაა
  • ვანი
  • ზღვამ რომ იცოდეს
  • ჰამლეტის დაბრუნება
  • თბილისი-რომი-თბილისი
  • * * * (ყველა თავის ამბავს ჰყვება)
  • გულს არ უნდა მოუსმინო
  • ქალაქი
  • ამბებით სავსე მაისი
  • მელიის ლეკვის ამბავი
  • * * * (ფოტოჯიხური შემოდგომის ფერებს გამოჭრის)
  • მისალმება ძველ მეგობარს
  • კილომეტრები
  • * * * (თვალი ნოემბრის დილას აეკრო)
  • გვერდხედი
  • ძაღლის სონეტი
  • თვალის მოტყუება
  • ნაახალწლარი სონეტი
  • სუბტიტრები
  • ბრილიანტების საბადოები
  • ყაყაჩოები თბილისში
  • თამბაქოს ძველი ფაბრიკა
  • ჩვენი ეზოს ძაღლს, სახელის მაგიერ
  • ზღვის სეზონი
  • ერთი ფანჯარა
  • ტურიზმი პანდემიაში
  • კადრები. ქაბულის აეროპორტი
  • სათამაშოების ფაბრიკა
  • შინ ყოფნა
  • კვირა დილა
  • ტალღა
  • ნატურმორტი მარწყვით
  • * * * (დროებით ცოცხლების სადარდებელს)
  • * * * (ცხვრები და ცხვრების სულები)
  • სარკე ოთახში
  • ევოლუცია
  • ღამის მელომანია
  • გოგრის ყვავილი
  • რატომ არის ლექსი ლამაზი