კალათა

დეტალურად

„მეკითხებიან: რატომ წერ? და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს შიშით ჩავყურებ“, – ეს „ძალიან პაატა შამუგიას“ დღევანდელი სიტყვებია, გუშინ, მისივე თქმით, „ცოტათი პაატა შამუგია“ რომ იყო და კაცმა არ იცის, ხვალისთვის რას გვიმზადებს, რას უნდა ველოდეთ ამ თამამი ექსპერიმენტების მოყვარული პოეტისგან, რომელიც საღამოობით ანკესს მოიგდებს ხოლმე ზურგზე – მიდის მდინარეზე და თევზაობს მეტაფორებზე, სიმბოლოებზე, ალეგორიებზე, სხარტ ეპითეტებზე, ზორბა ჰიპერბოლებსა და ზუთხივით მეტაფორებზე. ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ციკლიდან „ფილოლოგიური ლექსები და სხვა“
    • საქმიანი პოეტი
    • რატომ ვწერ?
    • მოხუცი და სხვა
    • გენიოსი
    • წერილი მეგობარს, რომელსაც კიბო აქვს და იმედია, მალე მოკვდება
    • ბავშვიყლაპია
    • * * * (ადამიანები ყოველთვის ასეთები არ ყოფილან...)
    • * * * (მე არასოდეს ვყოფილვარ სასტიკი...)
    • გალა
    • * * * (ჩვენ ხანდახან გვეძლევა მშვენიერი შანსი...)
    • ენაქრონული
    • შესავალი ზეპირსიტყვიერებაში
    • მოდადაო
    • დაუსრულებელი სუიციდი
    • ჭრელი პეპელა ბოროტების არტისტულ ყვავილზე
    • პაქტი
  • ციკლიდან „ეკონომიური ლექსები“
    • * * * (პირველი მერცხალი...)
    • რომაელთა მიმართ
    • * * * (ამ...)
    • * * * (ვაცადე კოღოს ჩემი სისხლით ტკბობა...)
    • ვარიაციები საბავშვო ბაღიდან
    • პოეტის ეპიტაფია
    • * * * (მე ამ ლექსს შიშველი ვწერდი...)
    • * * * (მინდა დავდგინდე ენაში...)
    • * * * (მე მესმის შენი, როცა მისმენ...)
    • * * * (ხეებსა და ხეებს შორის...)
    • * * * (მე ვნახე პოეტი ლუის გლიუკი...)
    • პუნქტუაცია
    • * * * (უნდა გვესმოდეს ზოგიერთი რამ...)
    • სევდისა
    • ვარდისფერი სტალინი
    • გაზაფხული
    • ცუდი ლექსის აპოლოგია
    • ტანკა ტანკისა და ტანკას შესახებ
    • პოტენციურობა
    • მამა
  • ციკლიდან „საყოველთაო ამბები“
    • ხსნა
    • ფრჩხილი
    • სიკვდილის მეტაფიზიკა
  • პოემები
    • გეოპოლიტიკური ჩიტები
    • შიზოგადოება
    • რიტას სათამაშო ცხენი
  • სქოლიო