ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ზაირა არსენიშვილის რომანს „ვა, სოფელო“ და პროზაულ კრებულს „კენჭები“. „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. „ოტტეპელი“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ... ცხოვრება თითქოს შეცვლილია, აღარავის აკრთობს ღამის სიჩუმეში მოახლოებული მანქანის ხმა, როგორც გარდაუვალი დაღუპვის ნიშანი… თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ავტორი გვეკითხება, შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?
- სიფერადის სულით შემოთეთრება
- სარკოფაგიდან დგება მუმია.
- უცნობ გენიის ბედი და განწირული ქალი
- გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს.
- უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
- სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწვოდა.
- Dies Irae
- და შლიდა ბაირაღებს თმაგაწეწილი ქარი.
- თქვენი სოფლების ღვია და დეკა...
- ატმის რტოო, დაღალულო რტოო
- შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტავ რად მაგონდებით.
- მას გახელილი დარჩა თვალები.
- ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია.
- ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით
- იყო მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი არასოდეს.
- ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!