ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ – ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი – მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა „ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ „კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი „კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების – პირველი ლედი გახდა. „ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, – ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულებების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
    
        
            
    
    
    - 00
 
    
    - 01 (1)
 
    
    - 01 (2)
 
    
    - 01 (3)
 
    
    - 02 (1)
 
    
    - 02 (2)
 
    
    - 02 (3)
 
    
    - 03 (1)
 
    
    - 03 (2)
 
    
    - 04 (1)
 
    
    - 04 (2)
 
    
    - 05 (1)
 
    
    - 05 (2)
 
    
    - 05 (3)
 
    
    - 05 (4)
 
    
    - 06 (1)
 
    
    - 06 (2)
 
    
    - 06 (3)
 
    
    - 07 (1)
 
    
    - 07 (2)
 
    
    - 08 (1)
 
    
    - 08 (2)
 
    
    - 08 (3)
 
    
    - 09 (1)
 
    
    - 09 (2)
 
    
    - 09 (3)
 
    
    - 09 (4)
 
    
    - 10 (1)
 
    
    - 10 (2)
 
    
    - 10 (3)
 
    
    - 11 (1)
 
    
    - 11 (2)
 
    
    - 11 (3)
 
    
    - 11 (4)
 
    
    - 12 (1)
 
    
    - 12 (2)
 
    
    - 12 (3)
 
    
    - 13 (1)
 
    
    - 13 (2)
 
    
    - 13 (3)
 
    
    - 14 (1)
 
    
    - 14 (2)
 
    
    - 14 (3)
 
    
    - 15 (1)
 
    
    - 15 (2)
 
    
    - 15 (3)
 
    
    - 16 (1)
 
    
    - 16 (2)
 
    
    - 16 (3)
 
    
    - 16 (4)
 
    
    - 16 (5)
 
    
    - 17 (1)
 
    
    - 17 (2)
 
    
    - 17 (3)
 
    
    - 17 (4)
 
    
    - 17 (5)
 
    
    - 18 (1)
 
    
    - 18 (2)
 
    
    - 19 (1)
 
    
    - 19 (2)
 
    
    - 19 (3)
 
    
    - 19 (4)
 
    
    - 19 (5)
 
    
    - 20 (1)
 
    
    - 20 (2)
 
    
    - 20 (3)
 
    
    - 20 (4)
 
    
    - 21 (1)
 
    
    - 21 (2)
 
    
    - 21 (3)
 
    
    - 21 (4)
 
    
    - 22 (1)
 
    
    - 22 (2)
 
    
    - 22 (3)
 
    
    - 22 (4)
 
    
    - 22 (5)
 
    
    - 22 (6)
 
    
    - 23 (1)
 
    
    - 23 (2)
 
    
    - 23 (3)
 
    
    - 23 (4)
 
    
    - 23 (5)
 
    
    - 24 (1)
 
    
    - 24 (2)
 
    
    - 24 (3)
 
    
    - 24 (4)
 
    
    - 24 (5)
 
    
    - 25