კალათა

დეტალურად

დედის დაღუპვა და ბავშვთა თავშესაფარი, უმეგობრობა და მარტოობის გულსაკლავი შეგრძნება პატარა გოგონასთვის დიდი გამოცდა იყო, მაგრამ მის უფერულ ცხოვრებაში პატარა სხივი მაინც გამოჩნდა – მეგობარი გოგონა და, რაც მთავარია, ნამდვილი თავშესაფარი, მისი ცხოვრების არსი – ჭადრაკი... ვუნდერკინდი გოგონას დაბინდულ გონებას მხოლოდ ჭადრაკი აფხიზლებს, მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია საღად აზროვნება. და აი, დგება დრო ოსტატობის გამოცდისა, რომელიც ნებისყოფის გამოცდაც იქნება – ბეტ ჰარმონი ისევ განდეგილობას არჩევს, დამარცხდება თუ ბედნიერი ქალი იქნება. როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“. ამ საინტერესო წიგნს 2020 წელს NETFLIX-მა ამავე სახელწოდების მინისერიალში შეასხა ხორცი და მაყურებლისა თუ კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
  • ავტორის შენიშვნა
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8
  • თავი 9
  • თავი 10
  • თავი 11
  • თავი 12
  • თავი 13
  • თავი 14
  • სქოლიო