კალათა

დეტალურად

60-იანი წლები იტალიაში, ისე როგორც სხვა დასავლურ კულტურებში, დიდი სოციალური ცვლილებებით აღინიშნება. დაჩა მარაინი მოთხრობათა კრებულში „ჩემი ქმარი“ საუბრობს დიდი ქალაქების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებული ტკივილით გადმოსცემს მშრომელი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა და იმედგაცრუების ეპიზოდებს, აღწერს ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა ჩაგვრის დეტალებს, ასახავს ქალების მღელვარე სასიყვარულო ამბებსა და ნგრევის პირას მისულ ოჯახურ ურთიერთობებს. მარაინის პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ხშირად უკმაყოფილონი არიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ ჰკარგავენ და მის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან. „ჩემი ქმარი“ არაჩვეულებრივი ოსტატობითა და პოეტურობით, ცოცხალი და ხუმრობანარევი მეტყველებით ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალიურ ცხოვრებას.
  • ჩემი ქმარი
  • ლეთარგია
  • დედა და ვაჟიშვილი
  • სხვა ოჯახი
  • წითელყდიანი რვეული
  • ტკივილი ახდენს
  • სელის თეთრეული
  • მარკო
  • ცოლქმრული დღიური
  • პლატონის ხე
  • მარია
  • ხელები