კალათა

დეტალურად

ჟორჟ ბერნანოსი კლასიკოსი ფრანგი მწერალია, უდიდესი რომანების, „სატანის მზის ქვეშ“ და „სოფლის მღვდლის დღიურის“ ავტორი. „სატანის მზის ქვეშ“ გამოცემა Le Monde-მა მეოცე საუკუნეში დაწერილი ასი უდიდესი რომანის სიაში 45-ე ადგილზე დაასახელა. 1987 წელს მორის პიალამ ამავე სახელწოდების გახმაურებული ფილმი გადაიღო, მთავარ როლებში – ჟერარ დეპარდიე და სანდრინ ბონერი. ფილმმა უდიდესი აღიარება მოიპოვა და ოქროს პალმის რტო მიიღო. „სატანის მზის ქვეშ“ მეტად რთული რომანია როგორც შინაარსის, ისე – ენის თვალსაზრისით და განსაკუთრებული დახვეწილობით, წერის ორიგინალური, მაღალმხატვრული მანერითა და ურთულეს სულიერ საკითხებში ღრმა წვდომით გამოირჩევა. რომანი პროვინციელი, ალალ-მართალი, ნაკლებად განათლებული, მაგრამ უფლის სიყვარულით გულანთებული, ფანატიზმამდე მისული მღვდლის, დონისანის სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მომავალი ლიუმბრელი წმინდანი დონისანი, რომელიც ახალგაზრდობაში სატანას შეხვდა, კარგად იცნობს ცოდვის ანატომიას და ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების ავანჩავანი სხვებზე უკეთ ესმის. მისი ყოველდღიურობა დაცემულ ანგელოზთან დაპირისპირება და ცოდვასთან ბრძოლაა. მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი კი, რომელშიც იგი ცოდვილ გოგონას, მუშეტს გადაეყრება, ბრძოლის ბედის სასწორს ერთ მხარეს გადახრის. ბერნანოსი რელიგიური დოგმების, სულიერი ცხოვრების მრავალი ასპექტისა და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით აღწერს ბნელისა და ნათლის დაპირისპირების შემაძრწუნებელ და უმშვენიერეს ამბავს.
  • პროლოგი. მუშეტის ამბავი
    • I
    • II
    • III
    • IV
  • პირველი ნაწილი. ცდუნება უიმედობით
    • I
    • II
    • III
    • IV
  • მეორე ნაწილი. ლიუმბრელი წმინდანი
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
    • XI
    • XII
    • XIII
    • XIV
    • XV
  • სქოლიო