კალათა

დეტალურად

რევაზ ინანიშვილი (1926-1991) – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი, მცირე პროზის დიდოსტატია. მოთხრობების გამოქვეყნება სტუდენტობიდან, 25 წლის ასაკიდან დაიწყო. მოთხრობებთან ერთად, წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის და თარგმნიდა საბავშვო პროზას. მის სიცოცხლეშივე გამოიცა მოთხრობების არაერთი კრებული და ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მისი პერსონაჟები – ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრები ქალები, კაცები თუ ბავშვები, ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც – გულითა და ფიქრით უდიდეს სევდას, სიხარულს, სიყვარულს, მარტოობას, ოცნებებს დაატარებენ და მკითხველსაც უზიარებენ. „რჩეული მოთხრობები” მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.
  • პატარა ბიჭი გოლგოთაზე
  • ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
  • კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით
  • ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება
  • ლარა
  • ლამაზი ცრემლები
  • კიტრის ქურდი
  • ძალიან უბრალო სიმღერა
  • თოვლი
  • ჩიტების გამომზამთრებელი
  • იმედის ჩიტები
  • უკუღმა დაჭედილი
  • ბღუკები
  • ცეტები
  • საბრალო ბიძაჩემი
  • ჩაჩაურის წასვლა
  • მარტოობის სიმღერა
  • ხელისგულებით ნალესი ქოხი
  • დათია და გოგია
  • შუშის ნამსხვრევი
  • როცა ტყეს ძარცვავენ...
  • წისქვილში რომ წავედი
  • „ზამთარი“
  • შავი ალაყაფი
  • წვეთები ფოთლებზე
  • ქრისტეს პერანგი
  • უშიშარი ბიჭი იოსება
  • ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
  • დედა
  • შველი ზამთარში
  • თეთრი ყანჩა
  • შორი თეთრი მწვერვალი
  • ღორის დაკვლა
  • მგლის მოკვლა
  • არაგვი წმინდა წყალია