კალათა

დეტალურად

წარმოშობით რუმინელი, შვეიცარიელი ფრანგულენოვანი დრამატურგი, ანკა ვისდეი, ამჟამად ცხოვრობს პარიზში. 19 წლის ასაკიდან წერს პიესებს, რომლებიც დაუხანებლად იდგმება თეატრებში. ანკა ვისდეი 30-მდე პიესის ავტორია. მათ შორის გამორჩეულია „მუდამ ერთად“. სწორედ მან გაუთქვა სახელი მწერალს. პიესამ მიიღო ჟორჟ ულმონის პრემია და ითარგმნა ამერიკულ, გერმანულ და რუმინულ ენებზე. დაიდგა ავინიონის თეატრის ფესტივალზე, მონპარნასის გიშეს თეატრში (პარიზი), პროსცენიუმის თეატრში (პარიზი), ტრავერსეს თეატრში (ნიცა), უშეტის თეატრში (პარიზი), უბუს თეატრში (ნიუ-იორკი), ლა-როშ მოლიენის თეატრში (საფრანგეთი), ჩიკაგოში, შატო-ლანდონში (პარიზი). განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად გრენცლანდ თეატრში (გერმანია), სადაც მაყურებელმა ხელახლა განიცადა ორად გახლეჩილი ქვეყნის გამო გადახვეწილ ნათესავებთან განშორებით გამოწვეული ტკივილი.
  • მუდამ ერთად
  • კლასის ფოტო
  • დონა ჟუანა