ზოგჯერ ასეც ხდება – შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები – ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი „პალიტრა L“-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.