კალათა

დეტალურად

ამელი ნოტომი თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალია. იგი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სოციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, „მკვლელის ჰიგიენას“. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *