გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. შესაძლოა, პროექტების მხარდაჭერის მოპოვება იმიტომ გიჭირს, რომ ზუსტად არ იცი, რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები ან გგონია, რომ სკეპტიკოსები შენს იდეებს უკანასკნელ მომენტში უკუაგდებენ. იქნებ, ინფორმაციის გაანალიზება და რიცხვებთან მუშაობა გაშინებს, ამიტომ, ხარჯებისა და სარგებლის განსაზღვრისას, სიზუსტეზე პრეტენზია არ გაქვს და ზოგად პროგნოზებს სჯერდები. იმისთვის, რომ შენმა კომპანიამ შენს იდეას მხარი დაუჭიროს, ძლიერი ბიზნესკეისი უნდა შექმნა. ეს გზამკვლევი ამისთვის საჭირო რჩევებით მოგამარაგებს. მისი გაცნობის შემდეგ უკეთესად შეძლებ: იდეის ბიზნესსაჭიროების განმარტებას; ბიზნესკეისის სტრატეგიულ მიზნებზე მორგებას; იდეის ხორცშესასხმელად და გამოსაცდელად სწორი გუნდის შეკრებას; ინვესტიციაზე უკუგების დაანგარიშებას; რისკებისა და შესაძლებლობების გაანალიზებას; კოლეგებისგან მხარდაჭერის მოპოვებას; ბიზნესკეისის დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენას; პროექტისთვის საჭირო რესურსების მოპოვებას.
- რას ისწავლი
- შესავალი
- I ნაწილი. მოამზადე ნიადაგი
- თავი 1. იცოდე ბიზნესკეისის აგების საფუძვლები
- თავი 2. შეისწავლე, როგორ აფასებს შენი კომპანია ბიზნესკეისებს
- II ნაწილი. გაიცანი შენი აუდიტორია
- თავი 3. გაარკვიე, ვისზეა საბოლოო სიტყვა
- თავი 4. გაერკვიე შენი აუდიტორიის მიზნებში
- III ნაწილი. ააგე ბიზნესკეისი
- თავი 5. დააზუსტე საჭიროება
- თავი 6. შეკრიბე კროსფუნქციური გუნდი
- თავი 7. შეაფასე ალტერნატივები
- თავი 8. შეიქმენი ზოგადი წარმოდგენა პროექტის განხორცილების პროცესზე
- IV ნაწილი. დაიანგარიშე
- თავი 9. განსაზღვრე ხარჯი და სარგებელი
- თავი 10. გამოიანგარიშე ინვესტიციაზე უკუგება
- თავი 11. შეაფასე რისკები
- V ნაწილი. წარადგინე შენი ბიზნესკეისი და წინ წაიწიე
- თავი 12. მოამზადე დოკუმენტი
- თავი 13. შეაფასებინე შენი ბიზნესკეისი
- თავი 14. მზად ხარ პრეზენტაციისთვის?
- თავი 15. წარადგინე პროექტი
- თავი 16. მოისმინე გადაწყვეტილება
- თავი 17. რა ხდება მერე
- დანართი ა. აირიდე ხშირად დაშვებული შეცდომები
- დანართი ბ. როგორ უნდა წარადგინო მხეცი პრეზენტაცია
- ტერმინთა განმარტება
- ავტორთა შესახებ