მწერალმა ამჯერად მოგვითხრო მკვლელზე, რომელსაც ჩადენილი სულს არ უფორიაქებს, სინდისს არ უმძიმებს და სინანულს არ განაცდევინებს, თუმცა ისიც მშვენივრად დახატა, მკვლელობის მნიშვნელოვანი მიზეზი წამში როგორ გადაიქცევა აბსურდად. ერთ პატარა მოთხრობაში ადამიანის ცხოვრების მთელი ისტორიის ჩატევა, მისი სულის საიდუმლოს რამდენიმე გვერდზე ამოხსნა — ეს ბელგიელი მწერლის ერიკ-ემანუელ შმიტის ხელწერაა და ამიტომაც ითვლება იგი მცირე პროზის შესანიშნავ ოსტატად.
- 01
- 02
- 03 (1)
- 03 (2)
- 04
- 05