კალათა

დეტალურად

მორის პლისონი ბნელ, პირქუშ ბინაში ათასობით წიგნის გარემოცვაში ცხოვრობს, თუმცა, სამედიცინო ლიტერატურის, ბიოგრაფიებისა და ენციკლოპედიების გარდა, სხვა ჟანრის ლიტერატურას აქ ვერ ნახავთ. მის ბინასა და ცხოვრებაში ბელეტრისტიკისთვის − როგორც თვითონ უწოდებს, მაკულატურისთვის − ადგილი არ არის. რატომ განუდგა წარმოსახვით სამყაროს? რატომ არ ეკარება მხატვრულ ლიტერატურას სათოფეზე? რატომ შეიძულა ხელოვნება და, საერთოდ, გრძნობების გამოხატვა? პასუხები მის განვლილ ცხოვრებაშია, რომელმაც ერთხელაც არ შესთავაზა მძაფრი ვნება, თავდავიწყება და აღმაფრენა. მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა, მაგრამ აუკრძალეს... და ისიც დანებდა, დანებდა ყველაზე უპრეტენზიო დანებებით: არც წინააღმდეგობა, არც გაბრძოლება! და შეიძულა ყველაფერი, რაც ადამიანს არარსებულის არსებობას დააჯერებინებს, ოცნებასა და სიყვარულს შთააგონებს, მკაცრი რეალობიდან გაქცევის საშუალებას აძლევს!.. მაგრამ მის ცხოვრებაში დგება მომენტი...
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7