კალათა

დეტალურად

მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!
  • თავი პირველი. გზაზე
  • თავი მეორე. ჩათრევის მცდელობა
  • თავი მესამე. უნივერსიტეტი
  • თავი მეოთხე. დახვედრა
  • თავი მეხუთე. ყოჩი
  • თავი მეექვსე. მადლობა
  • თავი მეშვიდე. ნათლობა
  • თავი მერვე. კიბო
  • თავი მეცხრე. ნაძალადევი
  • თავი მეათე. რის აღარ ეშინიათ ადამიანებს!
  • თავი მეთერთმეტე. მომავლის ენები
  • თავი მეთორმეტე. ველური მარწყვების მდელო
  • თავი მეცამეტე. prince pro
  • თავი მეთოთხმეტე. თეატრი
  • თავი მეთხუთმეტე. ყველაზე უინტერესო თავი
  • თავი მეთექვსმეტე. უკანასკნელი რეივი თბილისში
  • თავი მეჩვიდმეტე. ქუდზე კაცი
  • თავი მეთვრამეტე. ჯოს! ჯოს! ჯოს!
  • თავი მეცხრამეტე. წასვლა
  • თავი მეოცე. სნიკერსი და სანახაობა