ოჯახი მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ქვეყანაში, ყოველთვის იყო და არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. მიუხედავად ამისა, განქორწინებების რიცხვი თბილისიდან მაიამიმდე სულ უფრო და უფრო მატულობს, რისი შედეგებიც საზოგადოების ყველა სფეროში იჩენს თავს. ამ ვითარების ყველაზე დაუცველი მსხვერპლი ბავშვებია. როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად? რა თქმა უნდა, არ უნდა ვიდგეთ ხელებჩამოყრილი და ველოდოთ, რა მოხდება. ჩვენ დღეიდანვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ. უპირველესად იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა მისია დაგვაკისრა უფალმა ჩვენ და ჩვენს ოჯახს, და როგორ გავიგოთ ამ მისიის არსი. ეს წიგნი სხვადასხვა მონათხრობს აერთიანებს. მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს მშობლები და შვილები, ვისწავლოთ, როგორ შევისმინოთ უფლის ხმა. ამ წიგნში მოთხრობილია მშობლების ნაამბობი, თუ როგორ აგვარებდნენ წვრილმან პრობლემებს, რომლებიც შეიძლებოდა, უფრო გართულებულიყო შვილებთან ურთიერთობისას. მშობლები გვიყვებიან, როგორ უხმობდნენ კეთილგონიერებას რთულ პერიოდში და როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს, თავი დაეღწიათ ნარკოტიკებისა და დეპრესიებისგან და ეპოვათ ცხოვრების საზრისი. რა თქმა უნდა, ყველა მონათხრობი არ მეტყველებს მშობლების სასარგებლოდ და არ აღწერს მათ წარმატებულ და კეთილგონივრულ ნაბიჯს, მაგრამ ისინი მოგვითხრობენ სიძნელეებზე, რაც შესაძლოა, სხვებისთვის აღმოჩნდეს გასათვალისწინებელი. ჯახის დანიშნულება უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელებაა, თუ ისეთი წესის დამკვიდრება, რომელიც ცხოვრების გაგრძელებად ღირს? სავსებით შესაძლებელია, ოჯახი იქცეს იმ ძალების წყაროდ, რომელსაც შეუძლია საზოგადოების გარდაქმნა. ამ წიგნის პირველი გამოცემა 1979 წელს – ბავშვის საერთაშორისო წელს, დიდ ბრიტანეთში განხორციელდა. წიგნი ითარგმნა თორმეტ ენაზე, ჩინურის ჩათვლით. ამ წიგნში სრული გულახდილობით მოთხრობილი ყველა ამბავი სინამდვილეა. მხოლოდ ამბების მონაწილეთა სახელებია შეცვლილი.
- ყდა
- თავფურცელი
- წინათქმა
- მოვუსმინოთ შვილებს
- თავი 1. მოვუსმინოთ შვილებს
- თავი 2. ერთად გადავჭრათ პრობლემები
- თავი 3. მოზარდები და მშობლები
- თავი 4. მშობლების აღზრდა
- თავი 5. ოჯახის ძალა
- მოუსმინეთ ბოლოს და ბოლოს...
- თავი 1. გესმის ჩემი?
- თავი 2. ილუზიები უნაკლო ქორწინების შესახებ
- თავი 3. წუნდებული ქორწინება
- თავი 4. მარტოხელას ტვირთი
- თავი 5. ხელახლა რომ სცადო
- თავი 6. როგორია თავისუფლების ფასი?
- თავი 7. სასოწარკვეთილებიდან იმედისკენ