ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა... აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს... ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი... „ეს იმ ომზე დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე ტკივილითა და ტანჯვით, განვიცადე გმირების ბედის ყოველი შემობრუნება. და წამითაც ვერ შევძელი წიგნის გადადება მანამ, სანამ არ დავამთავრე. ეს არის ისტორია, რომლისგანაც ვერ თავისუფლდები.“ – გოგი ხარაბაძე. „ომი, როგორც ყველგან და ნებისმიერ დროს, სწრაფად ცვლის ადამიანს. ამბავი, რომელიც რომანის მთავარ გმირს თავს გადახდა, ამის დასტურია. ეს საინტერესო რომანი ადამიანის სიყვარულით და ომის სიძულვილით არის გაჟღენთილი.“ – გურამ ოდიშარია. „ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და, რაც მთავარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი წიგნის ავტორი არა რომელიმე აფხაზი ან ქართველი, არამედ ლატვიელი მწერალი იქნებოდა. არტურ იურკევიჩს, გარდა ნიჭისა და ცოდნისა, აქვს განსაკუთრებული უნარი, დაინახოს და იგრძნოს კავკასიური სამყარო, რომელიც მისთვის საკმაოდ შორეული და უცნობია. მას ამ წიგნზე მუშაობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი თანაავტორი ჰყავდა მალხაზ ჯაჯანიძის სახით, რომელიც წიგნში მოთხრობილი ამბის რეალური მონაწილეა. ზოგჯერ ყველაზე კარგ წიგნი ყველაზე დაუჯერებელ ისტორიას უკავშირდება; შეუძლებელი კი არაფერია, თუ საქართველოსთან ისეთი სიყვარული გაკავშირებს, როგორიც არტურ იურკევიჩს აქვს, დაისეთი თავგადასავალი გადაგხდება, როგორიც მალხაზ ჯაჯანიძეს გადახდა...“ – დათო ტურაშვილი
- პირველი ნაწილი
- თავი პირველი. ჩუმი სიცივე
- თავი მეორე. ჭირნახული
- თავი მესამე. მამიდა ლილი
- თავი მეოთხე. მუნჯი ახალგაზრდობა
- თავი მეხუთე. ამრა
- თავი მეექვსე. კაცის ცრემლები
- თავი მეშვიდე. არაკები კოცონთან
- თავი მერვე. შინაური ქურდი
- თავი მეცხრე. სიკეთის ძალა
- თავი მეათე. სამალავი
- თავი მეთერთმეტე. მწვრთნელი გულიას ქუჩიდან
- თავი მეთორმეტე. სომხური რადიო, ანუ მკვდარი თხრილში
- თავი მეცამეტე. როგორ ჩადიოდა მზე
- თავი მეთოთხმეტე. ხანძარი
- თავი მეთხუთმეტე. ბუდულაი
- თავი მეთექვსმეტე. მანდარინის გეიშა
- თავი მეჩვიდმეტე. ლინჩის დოსიე
- თავი მეთვრამეტე. პხაშაროუპ
- თავი მეცხრამეტე. ხის ჯარისკაცები
- მეორე ნაწილი
- თავი პირველი. სახლი ტბასთან
- თავი მეორე. დელფინის კოცნა
- თავი მესამე. თმაგაყოფილი და გერმანელი
- თავი მეოთხე. მარადიული შეკითხვა
- თავი მეხუთე. ბიჭებმა ისწავლეს მოკვლა
- თავი მეექვსე. ტყავის ქურთუკი
- თავი მეშვიდე. მთვარის მოლოდინი
- თავი მერვე. „კნიაზი“ და თავადები
- თავი მეცხრე. სინდისის ხმა
- თავი მეათე. გამოთხოვება
- თავი მეთერთმეტე. გზაჯვარედინზე
- თავი მეთორმეტე. წყნარი შესახვევი
- თავი მეცამეტე. კონტრაბანდა
- თავი მეთოთხმეტე. “ესენი ჩემები არიან”
- თავი მეთხუთმეტე. შალიაპინი
- მესამე ნაწილი
- თავი პირველი. „ტიტანიკი“
- თავი მეორე. უგვანი წინადადება
- თავი მესამე. მაია
- თავი მეოთხე. „ჩვენ კვალს არა ვტოვებთ“
- თავი მეხუთე. ვირების აბანო
- თავი მეექვსე. „პუსტა-პუსტა“
- თავი მეშვიდე. მილიცია თუ ინკვიზიცია?
- თავი მერვე. მაღალი ძაბვა
- თავი მეცხრე. ფილოსოფოსები დიდი გზიდან
- თავი მეათე. ომის ბოლო დღე