კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • შესავალი
  • თავი I. ბავშვობა, ყრმობა
  • თავი II. ლენინი და მუსოლინი
  • თავი III. სოციალისტი და პოლიტიკური ჟურნალისტი
  • თავი IV. სოციალისტი უკიდურესი შოვინისტი ხდება
  • თავი V. ფაშისტური მოძრაობის დასაწყისი
  • თავი VI. ლაშქრობა რომზე
  • თავი VII. ფაშისტური დიქტატურის დამყარება
  • თავი VIII. მუსოლინი და მაფია
  • თავი IX. იტალიის საგარეო პოლიტიკა (1925-1934)
  • თავი X. იტალია – კურიოზების ქვეყანა
  • თავი XI. ეთიოპიის დაპყრობა
  • თავი XII. ესპანური ვარიანტი
  • თავი XIII. მუსოლინი – პოლიტიკოსი და ადამიანი. დუჩეს პირადი ცხოვრება და ჰობი
  • თავი XIV. მესამე რაიხთან დაახლოება
  • თავი XV. იტალიური ფაშიზმის ექსპანსიური პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის წინ
  • თავი XVI. იტალია მეორე მსოფლიო ომში ებმება
  • თავი XVII. ფაშისტური იტალია ომში ჩაბმის შემდეგ
  • თავი XVII. იტალიური ფაშიზმი და ქართული ემიგრაცია
  • თავი XVIII. მუსოლინისა და ჰიტლერის ურთიერთობები 1940-1941 წლებში
  • თავი XIX. ჰოლოკოსტი იტალიაში
  • თავი XX. დაპატიმრება
  • თავი XXI. ტყვეობიდან გათავისუფლება
  • თავი XXII. სამოქალაქო ომი
  • თავი XXIII. მიზანი – გადარჩენა
  • თავი XXIV. აღსასრული
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა