კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • შესავალი
  • თავი I. შორ გზაზე
  • თავი II. სოლდანია
  • თავი III. სტუმრად ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილთან
  • თავი IV. ყაენთა ომი
  • თავი V. სპარსეთის საუკეთესო ქალაქი
  • თავი VI. პირველაღმომჩენები?
  • თავი VII. აბრეშუმის გზა
  • თავი VIII. ფანტომი უხუცესი და ევროპელი მისიონერები
  • თავი IX. გზა ჩინეთისკენ
  • თავი X. უკან, იტალიისკენ
  • თავი XI. სარწმუნო და არასარწმუნო ვერსიები
  • თავი XII. პირობა პირობაა!
  • თავი XIII. გრძელი და სახიფათო მარშრუტი
  • თავი XIV. არარატის მთა და ნოეს კიდობანი
  • თავი XV. ქალაქიდან ქალაქში
  • თავი XVI. ნარკოტიკებით გაბრუებული მკვლელები
  • თავი XVII. ისევ და ისევ აღმოსავლეთისკენ
  • თავი XVIII. ჩინური ოდისეა
  • თავი XIX. უცნაური ქსოვილის ამბავი
  • თავი XX. აშკარა დაუჯერებელი
  • თავი XXI. სტუმართმოყვარე ყუბილაი-ყაენი
  • თავი XXII. მარკო პოლოს პრივილეგიები
  • თავი XXIII. დედაქალაქური ისტორია
  • თავი XXIV. ხანი თუ ყაენი
  • თავი XXV. ნიჭიერი მარკო პოლო
  • თავი XXVI. მესირ მარკო პოლო
  • თავი XXVII. სხვა მისიები
  • თავი XXVIII. კარიერის მწვერვალი
  • თავი XXIX. ქალები, აბრეშუმი და სხვა...
  • თავი XXX. გზა შინისაკენ
  • თავი XXXI. უცხო მშობლიური ვენეცია
  • თავი XXXII. ლეგენდები აღმოსავლეთიდან მოსულებზე
  • თავი XXXIII. ვენეციელი ტყვე
  • თავი XXXIV. დაცემისკენ მიმავალი ვენეცია
  • თავი XXXV. გენეალოგიური შტო
  • თავი XXXVI. აღსასრული
  • თავი XXXVII. წიგნი მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ
  • თავი XXXVIII. ტყუილი და მართალი
  • გამოყენებული ლიტერატურა