კალათა

დეტალურად

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (1894-1963) – მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსად და თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალად არის აღიარებული. რომანში „კუნძული“ (1962), რომელიც მწერლის ყველზე ცნობილი ნაწარმოების, „საოცარი ახალი სამყაროს“ (1932) ერთგვარი ანტითეზაა, ნაჩვენებია დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებული იდეალური საზოგადოება. ავტორიტარული „საოცარი ახალი სამყაროსგან“ განსხვავებით, სადაც, როგორც მწერალმა აღნიშნა, „ადამიანი მეცნიერებისა და ტექნიკის მონაა“, მისი სიცოცხლე და სულიერება კი აბსოლუტურად გაუფასურებულია, კუნძულ პალაზე საზოგადოების კეთილდღეობა მისი თითოეული წევრის ჰარმონიულ განვითარებას, თავისუფლებას და ბედნიერებას ემყარება. „კუნძული“ იდეების რომანია და მის მთავარ მოქმედ პირებად გვევლინებიან მწერლის მოსაზრებები რელიგიის, ფილოსოფიის, განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო სხვა უამრავ საკითხზე.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • სქოლიო