„აჩრდილებით სავსე თავი“ შოკის მომგვრელი ფსიქოლოგიური თრილერია. პოლ ტრემბლეიმ მოახერხა, შეექმნა გამაოგნებელი, საშინელი, შემაძრწუნებელი და ძალიან საშიში რომანი, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე ნებისმიერი პასუხი სწორია. წიგნი ეხება ისეთ მნიშნელოვან თემებს, როგორებიცაა ეკლესიისა და მეცნიერების დაპირისპირება, ოჯახური ურთიერთობები, თანამედროვე მედიასტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა, მენტალური აშლილობები, სანახაობას დახარბებული საზოგადოება... ნაწარმოებში ახალგაზრდა მერი ჰყვება ამბავს, რომელიც მის თავს მაშინ დატრიალდა, როცა თავად რვა წლის გოგონა იყო. ბარეტების ოჯახს ფინანსური კრიზისი და მასთან დაკავშირებული სირთულეები აწუხებს, მერის უფროსი და, მარჯორი კი უცნაურად და საზარლად ქცევას იწყებს, საშინელ ამბებს იგონებს და გოგონას აშინებს. რა ხდება მარჯორის თავს? რა არის ეს – შიზოფრენია თუ შეპყრობილობა? საქმეში კათოლიკური ეკლესია ერევა, მედია კი საკბილოს ხელიდან არ უშვებს და მარჯორისა და ექსორციზმის რიტუალზე რეალურ შოუს იწყებს. იქნებ მარჯორი ყველაფერს იმისთვის იგონებს, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს? ეს ავადმყოფური წარმოსახვა და შეშლილობაა თუ მართლაც ზებუნებრივმა ძალებმა შეიპყრეს გოგონა? იქნებ მანიპულატორის მსხვერპლია? ნაწარმოების ფინალი თავისი მოულოდნელი, სუნთქვისშემკვრელი შემობრუნებით ამ კითხვებზე რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს და ყოველი პასუხი, ყოველი ვარაუდი, რომელიც მკითხველის გონებაში იბადება, ამ თავსატეხის ყოველი ამოხსნა სწორია.
- პირველი ნაწილი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- მეორე ნაწილი
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- მესამე ნაწილი
- სქოლიო