კალათა

დეტალურად

უნაკლო (პატარა, საყვარელი მატყუარები 2)

სარა შეპარდი

გამომცემლობა გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი ლიზა ფირცხალავა

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

სარა შეპარდის „პატარა, საყვარელი მატყუარები“ 2006 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. წიგნმა მალე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2010 წელს ტელეკომპანია ABC Family-მ მასზე დაყრდნობით სერიალი გადაიღო. ისევე როგორც წიგნი, სერიალიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დილორენტისების ყოფილ ეზოში ელისონის გვამის აღმოჩენის შემდეგ როუსვუდში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. გოგონები მეგობრობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ენდობიან. A სულ უფრო ბოროტ ხრიკებს უწყობს მეგობრებს. ყველა საფრთხეშია, მტერი კი ისევ არ ჩანს. ვინ არის A? რა საიდუმლოს მალავს სპენსერ ჰეისტინგზი? ვის აქვს ლოგიკური მიზეზი, რომ ელისონის საუკეთესო მეგობრები სძულდეს? დამნაშავეა თუ არა ქალაქის „შავი კატა“ – ტობი ქავანა?
  • როგორ დაიწყო სინამდვილეში ყველაფერი
  • 1. მე კი მეგონა, მეგობრები ვიყავით
  • 2. ჰანა 2.0
  • 3. სადმე ამიშად დარეგისტრირება არ შეიძლება?
  • 4. ღვინოშია ჭეშმარიტება... ან, არიას შემთხვევაში, ლუდში
  • 5. დაყოფილი სახლი
  • 6. ქველმოქმედება არც ისე კარგია
  • 7. ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო
  • 8. ტიპური როუსვუდელი ბიჭებიც არიან რომანტიკულები
  • 9. ვიღაცის ჯიბის ფული ძალიან შემცირდა
  • 10. თავშეკავება გულს უფრო მოსიყვარულეს ხდის
  • 11. ნუთუ დედამ ემილის არ ასწავლა, რომ უცხოებს მანქანაში არ უნდა ჩაუჯდეს?
  • 12. მომდევნო ჯერზე ჩანთაში ზედმეტი ტანსაცმელი ჩაყარე
  • 13. ინგლისურის ერთი მასწავლებელი ძალიან არასარწმუნო მთხრობელია
  • 14. ემილი წინააღმდეგი არ არის, ელის ნაკვალევს გაჰყვეს
  • 15. ის შენთვის ქურდობს, შენ კი მადლობას ასე უხდი
  • 16. მონტგომერების მყუდრო ოჯახური საღამო
  • 17. მამიკოს პატარა გოგონას საიდუმლო აქვს
  • 18. ეცადე, გარშემო ყველა ნორმალური გყავდეს, იქნებ თავადაც ნორმალური გახდე
  • 19. თავი აარიდეთ გოგონებს, რომლებიც შანთებით დადიან
  • 20. სხვათა შორის, ჩაურევლობის პოლიტიკა ნიშნავს `ხელები შორს~
  • 21. საიდუმლო თაყვანისმცემელი...
  • 22. სიმართლეს ვერ გაუძლებ
  • 23. შემდეგი გაჩერება როუსვუდის ციხე
  • 24. 250 დოლარად სადილი, ცეკვა... და გაფრთხილება მოგივა
  • 25. სიურრეალური ცხოვრება, მთავარ როლში: ჰანა მარინი
  • 26. სიმღერა მაინც არ დასჭირდა
  • 27. არია მხოლოდ რეცეპტით გაიცემა
  • 28. ჰანა მარინის გარეშე წვეულებას ფასი არ აქვს
  • 29. ყველაფერი ამოუშვი
  • 30. სიმინდის ყანები როუსვუდში ყველაზე საშიში ადგილებია
  • 31. რაში სჭირდება ჰანას თვითმფრინავის მოპარვა, მან ხომ ფრენა არ იცის!
  • 32. ემილიმ კეტი აიღო
  • 33. ახლა რომელია ცელქი და?
  • 34. ხედავთ? გულის სიღრმეში ჰანა კარგი გოგოა
  • 35. დაზღვეული წერილი
  • 36. ერთი უმნიშვნელო დღე როუსვუდში
  • 37. ძაფის სამაჯურები მაინც აღარაა მოდური
  • რა მოხდება შემდეგ...