ტედ ჩანი ამერიკელი მწერალია, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საინტერესო, პოპულარული და ხმაურიანი წარმომადგენელი. მას ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული ისეთი მნიშვნელოვანი ჟანრული პრემიები, როგორებიცაა „ჰიუგო“, „ნებულა“ და „ლოკუსი“. მოთხრობების კრებული „შენი ცხოვრების ამბები“ სხვადასხვა თემატიკის ნაწარმოებებს აერთიანებს. აქ შეხვდებით ბაბილონის გოდლის აშენების ალტერნატიულ ვერსიას; მოთხრობას სახელდებასა და კაბალას სხვა საიდუმლოებებზე; ამბავს მათემატიკოსზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არც ისე ზუსტი მეცნიერებაა და ამის გამო თავის მოკვლა უნდა; და რაც მთავარია, მოთხრობას „შენი ცხოვრების ამბავი“, რომლის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი, „ჩამოსვლა“ (Arrival), არის გადაღებული. კრებულს ბოლოში ერთვის ავტორისეული განმარტებები, სადაც ტედ ჩანი საინტერესოდ გვიამბობს თითოეული მოთხრობის შექმნის ისტორიას.
- ბაბილონის გოდოლი
- გაიაზრე
- ნულზე გაყოფა
- შენი ცხოვრების ამბავი
- სამოცდათორმეტი ასო
- ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია
- ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა
- დანახვა და მოწონება: დოკუმენტური
- ავტორის კომენტარები
- ბაბილონის გოდოლი
- გაიაზრე
- ნულზე გაყოფა
- შენი ცხოვრების ამბავი
- სამოცდათორმეტი ასო
- ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია
- ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა
- დანახვა და მოწონება: დოკუმენტური
- სქოლიო