კალათა

დეტალურად

კრებულში შემავალი ლექსების უმრავლესობა 10 წლის განმავლობაში, 2006-2016 წლებში იწერებოდა. „წიგნი სტილურად არაერთგვაროვანია. თუმცა, არის რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რაც კრებულში თავმოყრილ ლექსებს აერთიანებს. პირველი: ესაა სურვილი, მცდელობა, თხზვისას, წერისას – ინდივიდუალური, პირადი ხედვის კუთხის იმგვარად გაფართოებისა და გახსნისა, რომ ის ანგელოსებრივამდე ამაღლდეს, ისე, რომ ინდივიდუალური კი არ დაიკარგოს, არამედ ტრანსფორმირდეს, გაეხსნას, გაეშალოს ანგელოსებრივს. მეორე: მათი დანახვა – არა ჩვენი, არამედ მათივე პერსპექტივიდან, შესაბამისად, „ანგელარიუმში“ შესული ყოველი ტექსტი ერთგვარი მცდელობაა, ხშირად ძალისხმევაც – ენის ლანდშაფტებში ისეთი ადგილებისა და მაღლობების მოსაძიებლად, რომლიდანაც ანგელოსები გვზვერავენ ჩვენ და არა ჩვენ – მათ. მესამე: ანგელოსების სამყაროსთან არა მშრალი, თეოლოგიური ცოდნით მიახლება, არა მისი სქემატური მოხელთება სქოლასტური „იარაღებით“ და ამ სქემათა პოეტურ ილუსტრაციებად მოტანა, არამედ ხსენებული სამყაროს პოეზიით აღქმა. პოეზია აქ, შემეცნების განსხვავებულ ფორმას გულისხმობს, ანუ, პოეზია, გაიგება როგორც ანგელოსთა სინამდვილის უშუალო განცდებში, აღქმებში ვარჯიში. რაც უფრო ღრმად ვიხედებით წარსულისაკენ, პოეზიისა და მითოსის კვეთაზე, თვითგამოხატვის ვნებისაგან სრულიად განძარცული პოეზია, თითქოს გამჭვირვალე ფარდაგია, ქსოვილია, რომელიც ღვთაებათა არა მხოლოდ იდეებისა და ცნებების ასპექტებს, არამედ თავად მათი ყოფიერების ხასიათს და მიზნებს ამხელს. „ანგელარიუმიც“ ამგვარი „მხილების“ , გამხელის სურვილით იწერებოდა“.
  • წინათქმა
  • დროდადრო
  • მფარველი ანგელოსი
  • სამი ანგელოსი
  • მონასტრის ანგელოსი
  • ოთახის ანგელოსი
  • მწუხრის ანგელოსი
  • მდინარის ანგელოსი
  • მთის ანგელოსი
  • თეთნულდი
  • უშბა
  • სვანეთი
  • მყინვარწვერი
  • მყინვარის მედიტაცია
  • ზღვის ანგელოსი
  • ზღვისპირა სოფლის ანგელოსი
  • ცის ანგელოსი – ორნიტომანტია
  • მგზავრობის ანგელოსი
  • წამის ანგელოსი
  • წვიმის ანგელოსი
  • გვალვის ანგელოსი
  • ჭვრეტა
  • სექტემბრის ანგელოსი
  • ოქტომბრის ანგელოსი
  • ქამმერდე
  • ნოემბრის ტყის ანგელოსი
  • დემეტრა
  • ბაღის ანგელოსი
  • ზამთრის ბაღის ანგელოსი
  • დეკემბერი
  • საშობაო
  • ადამიანები
  • პოეტების საკითხავი
  • სკილა და ქარიბდისი
  • ეოლოსი
  • ანიმა I
  • ანიმა II
  • აზრის ანგელოსი
  • გრძნობის ანგელოსი
  • ხარების შროშანი
  • ნინო
  • წმინდა გიორგი
  • სამშვინველი
  • პოეზიის ანგელოსი
  • ფსიქე
  • მუზა
  • ოთხთავის ანგელოსი
  • პარსიფალის ტყე
  • პარასკევი
  • ჯვარცმა
  • ჯვარცმა თოვლში
  • თოვლის ანგელოსი
  • სიყრმის ანგელოსი
  • პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში
  • საიქიოს ანგელოსი
  • პაემანი
  • სიზმრის ანგელოსი
  • მიქაელი
  • აღდგომის ანგელოსი
  • დედა
  • მამა
  • სული
  • საღამო
  • ფოსფოროსი
  • ყვავილთა სული
  • ლოგოსი I
  • ლოგოსი II
  • მზის სული