კალათა

დეტალურად

რუმუზ დერინოზი 1953 წლის 1 მაისს ქალაქ სამსუნში, ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა სტამბოლის ქულელის სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა. ლიცეუმის დამამთავრებელ კლასში საბრძოლო თვითმფრინავიდან გადმოხტომისას მიღებული ტრამვის გამო სამხედრო კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ქალაქ იზმირის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ იზმირის „ფილიპ მორისის“ ქარხნის სტამბაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად ადგილობრივი პრესისთვის პოლიტიკური თემატიკის კარიკატურებს ხატავდა. 1993 წლიდან ცხოვრობს სტამბოლში, აქვს საკუთარი სამხატვრო სახელოსნო. მისი ლექსები ქვეყნდება თანამედროვე ლიტერატურულ პერიოდიკაში და თარგმნილია არაბულ, მონღოლურ და ქურთულ ენებზე.
  • 1. Istanbul Travel Guide
  • 2. პარასკევის აერობიკა
  • 3. სკოლის კარისკაცი
  • 4. დენთის და თოვლის სუნი ჰაერში
  • 5. მწარე რაჰათ-ლუქუმი
  • 6. დაკეტილი ფანჯრიდან
  • 7. * * * (ყველაზე რთული დამალვაა)
  • 8. დედაჩემს გულბაჰარი ერქვა
  • 9. ხალი
  • 10. ვისვენებთ ზღვაზე
  • 11. თოვლი
  • 12. ჩრდილების ჩრდილი
  • 13. სტამბოლის სტატისტიკა
  • 14. მცირე სიკვდილი
  • 15. ფანჯრის რაფაზე
  • 16. გენერლის დილა
  • 17. * * * (რად მატყუებდი)
  • 18. ლატიფე და ალი
  • 19. ნევიზადეს ქუჩის მეიჰანეში მოსმენილი სიმღერა
  • 20. ძველი შეკითხვა
  • 21. * * * (რომელი სიყვარულის დღე?)
  • 22. * * * (ვაითუ, მართლა ერთ დღესაც მკვდრები ალაპარაკდნენ)
  • 23. ნაკლული პეიზაჟი
  • 24. ასაკი
  • 25. ბოლო წერილი
  • 26. მეექვსე დღე
  • 27. მაიმუნები
  • 28. „მონადირეთა კავშირის სტამბოლის ოფისი“
  • 29. ღამის რიტუალი
  • 30. „მშვიდობით!“
  • 31. სტამბოლის ორი გზა
  • 32. * * * (ძალიან მალე)
  • 33. მშობლიური უცხო ქალაქი