ერლ სტენლი გარდნერი (1889-1970) ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსია, რომელმაც 100-ზე მეტი რომანი გამოაქვეყნა საკმაოდ ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში. წერდა სხვადასხვა ფსევდონიმით. მისი ძირითადი სპეციალობა ადვოკატობა იყო. გარდნერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა სასამართლო პროცესებზე ბრწყინვალე გამოსვლებით 1933 წლამდე, თუმცა თავისი პირველი დეტექტიური რომანის გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, მთლიანად ლიტერატურისთვის მიეძღვნა თავი. 1946 წელს დააარსა და 1960 წლამდე იყო ერთ-ერთი მონაწილე კომიტეტისა „უკანასკნელი იმედის სასამართლო“, რომელიც სასიკვდილო განაჩენების გადახედვით იყო დაკავებული. ამ ორგანიზაციის შესახებ დაწერილი დოკუმენტური წიგნისთვის მას 1962 წელს დეტექტიურ მწერალთა ამერიკული ასოციაციის ედგარ პოს პრემია გადაეცა ნომინაციაში „გრანდ-მასტერი“. გარდნერი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყო, ქვეყნის თუ მსოფლიო მასშტაბით აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე თამამ აზრს გამოთქვამდა, რითაც ხალხის უფრო მეტ სიყვარულს იმსახურებდა.
- თავი I
- თავი II
- თავი III
- თავი IV
- თავი V
- თავი VI
- თავი VII
- თავი VIII
- თავი IX
- თავი X
- თავი XI
- თავი XII
- თავი XIII
- თავი XIV
- თავი XV
- თავი XVI
- თავი XVII
- თავი XVIII
- თავი XIX
- თავი XX
- თავი XXI
- თავი XXII
- თავი XXIII
- თავი XXIV