დანიელ პენაკი თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი დაიბადა მაროკოში, კასაბლანკაში. მამამისი კოლონიური არმიის ოფიცერი იყო, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და დანიელ პენაკმაც ბავშვობა მრავალ ქვეყანაში გაატარა: ჯიბუტიში, ეთიოპიაში, ალჟირში, ეკვატორული აფრიკასა და ინდოჩინეთში, სანამ ბოლოს საფრანგეთში დასახლდებოდა. მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში იგი მწერლის საქმიანობას სკოლის მასწავლებლობასთან ათავსებდა. გამოქვეყნებული წიგნებისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია: კრიტიკის პრემია დეტექტივისთვის, ლივრ ინტერის პრემია, ულისეს პრემია, რენოდოს პრემია, ლურჯი მეტროპოლისის დიდი პრემია. იგი განსაკუთრებით შეიყვარეს უფროსი თაობის მკითხველებმა „მალოსენების საგას“ გამოქვეყნების შემდეგ, ხოლო ნორჩმა მკითხველებმა – „ძაღლი ძაღლის“, „მგლის თვალის“ და „კამოს თავგადასავლის“ გამოქვეყნების შემდეგ. დანიელ პენაკი დღეს სამოცდათორმეტი წლისაა და აგრძელებს წიგნების წერას უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
- მებრძოლი ველოსიპედი
- კამო და მელისი
- დრამა
- სიკვდილივით თეთრი
- კამო, კა-მო, კ-მო.., კა-მო...
- ჯავაირ!
- კამო და კამო
- ციმბირის მგელი
- საათის ისრები თერთმეტს აჩვენებდა