კალათა

დეტალურად

დანიელ პენაკი თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი დაიბადა მაროკოში, კასაბლანკაში. მამამისი კოლონიური არმიის ოფიცერი იყო, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და დანიელ პენაკმაც ბავშვობა მრავალ ქვეყანაში გაატარა: ჯიბუტიში, ეთიოპიაში, ალჟირში, ეკვატორული აფრიკასა და ინდოჩინეთში, სანამ ბოლოს საფრანგეთში დასახლდებოდა. მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში იგი მწერლის საქმიანობას სკოლის მასწავლებლობასთან ათავსებდა. გამოქვეყნებული წიგნებისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია: კრიტიკის პრემია დეტექტივისთვის, ლივრ ინტერის პრემია, ულისეს პრემია, რენოდოს პრემია, ლურჯი მეტროპოლისის დიდი პრემია. იგი განსაკუთრებით შეიყვარეს უფროსი თაობის მკითხველებმა „მალოსენების საგას“ გამოქვეყნების შემდეგ, ხოლო ნორჩმა მკითხველებმა – „ძაღლი ძაღლის“, „მგლის თვალის“ და „კამოს თავგადასავლის“ გამოქვეყნების შემდეგ. დანიელ პენაკი დღეს სამოცდათორმეტი წლისაა და აგრძელებს წიგნების წერას უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
  • კრასტენგი
  • მამა პოპი და დედა მუნი
  • თემა
  • უკუთვლა
  • პოპ, მაშაყირებ?
  • ნამდვილი ღლაპები
  • მაშ, ეს თქვენ იყავით?
  • ტატიანა
  • სად გაქრა მასწავლებელი?
  • პოპ, მუნ! ასე ხომ არ გამწირავთ!
  • ოჯახური ისტორიები
  • გვეშველა!
  • კრასტენგიტი
  • სამაგალითო თემა