კალათა

დეტალურად

სეიტო მაცუმოტოს (1909-1992) ნამდვილი სახელი კეიხარუ მაცუმოტოა. „სეიტო“ მისი სახელის სიმბოლოების ჩინურ-იაპონური შეთანხმებაა. ახალგაზრდობისას რევოლუციურ ბროშურებს კითხულობდა. მემარცხენე მოძრაობის მომხრე იყო. თავისი მოღვაწეობის გამო 1929 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც. სანამ ლიტერატურაში ჩაეფლობოდა, უამრავი პროფესია მოსინჯა. მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა. ომის დამთავრების შემდეგ გაზეთში იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სპეციალური განათლება არ მიუღია, შესანიშნავად წერდა. მაცუმოტოს პირველი დეტექტიური რომანები 1950 წელს გამოჩნდა. მისი ლიტერატურული დებიუტი იაპონიაში კარგად შეფასდა და 1956 წელს ედოგავა რამპოს მიერ დაწესებული დეტექტიური ჟანრის მწერალთა კლუბის ლიტერატურული პრემიაც კი მოიპოვა. მალე ასევე ცნობილი იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას სახელობის პრემია გადასცეს. ამ მწერლის დეტექტივები მკვეთრად გამოხატული ნაციონალური კოლორიტით გამოირჩევა. მის რომანებს ხშირად რეალური მოვლენები იდევს საფუძვლად. მისი პოპულარობის საიდუმლო კი არის უნარი, სოციალური დეტექტივის ელემენტები კლასიკური რომანის კანონებს შეუთავსოს.
  • თავმჯდომარის სიკვდილი
  • გამოცანა
  • ვის გულისხმობდა სუგინუმა
  • ჰონკონგში
  • ქალბატონი ხაცუკო და პიტჩერი იამანე
  • ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება
  • რეპორტიორი უვლის სასტუმროებს
  • დაბრუნება იაპონიაში. პირისპირ საუბარი
  • ქალი, რომელიც სასტუმროში ცხოვრობდა
  • მითი
  • კვლავ ჰონკონგი
  • შეხვედრა პატარა დუქანში
  • ვალს გადახდა უნდა
  • მოლაპარაკების შემდეგ
  • სალონი, რომელსაც ვიცე-მინისტრი მფარველობს
  • გუშაგი
  • ინტერვიუ ჟურნალისთვის
  • გაცნობა
  • შანტაჟის დასაწყისი
  • მორიტას შეცდომა
  • გაფრთხილება
  • განშორება ზედმეტი ხმაურის გარეშე
  • შეთანხმება
  • სპორტსმენი
  • გულახდილი საუბარი
  • ტაეკო და დაზღვევის აგენტი
  • გამოძიება
  • მოგზაურობა წარსულში
  • ბოროტმოქმედებანი სამხედრო მომარაგების სამინისტროში
  • ტაეკო ალაგმვას უპირებს იდოხარას ცოლს
  • წვიმა
  • მოულოდნელი იდეა
  • და კიდევ ერთი წვიმიანი დღე
  • კურატა შუამავლის როლში
  • შუამავლობა
  • სამშენებლო კომპანიის შესყიდვა
  • იდოხარას გეგმა
  • იდოხარას კვალდაკვალ
  • საიდუმლოებით მოცული შეხვედრა
  • ფიქრები
  • გამოცანები
  • ალი
  • ქალი, რომელმაც ხანძარი გააჩინა
  • ხანძრის ნაპერწკლები
  • მობოდიშება
  • მომზადება
  • სამართლიანობის გრძნობა
  • შავად ნაწერი მონახაზი
  • დაკითხვის ოქმი